გრძნობდე თავს ახალგაზრდულად - ერთია, ხოლო გამოიყურებოდე ახალგაზრდულად - ეს სულ სხვაა.
ცხარე და ცხიმიანი საკვები, მუშაობა დაღამებამდე, სიგარეტი და ყავა - ამ ყველაფერზე თუ არ გიფიქრიათ, გირჩევთ ახლა მიაქციოთ ყურადღება. ახლა თუ არა, ცხოვრების ასეთი სტილი მომავალში აუცილებლად შეემჩნევა თქვენს გარეგნობას.
თუ არ იზარმაცებთ და ახლავე აირჩევთ ანტიასაკობრივ პროგრამას, თქვენ შეძლებთ შეაჩეროთ სიბერის პირველი ნიშნები. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შეუთანხმდეთ რომ - "დაბერებისგან მაქსიმალურად თავის დაცვა ეს არ არის პროცედურების მხოლოდ ერთი ან ორი კურსი, ეს არის ცხოვრების მუდმივი სტილი."
ანტიასაკობრივი ზრუნვის წესები:
- ჯანმრთელი, ბალანსირებული და ზომიერი კვება, გამორიცხეთ ძალიან ცხიმიანი, ცხარე და
მარილიანი საკვები.
- აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში, ცხოვრების აქტიური სტილი.
- კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტი.
- სრულყოფილი ძილი.
- ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.
- მავნე ჩვევების უარყოფა.
- სწორი დამოკიდებულება სახის კანის და სხეულის მიმართ.
როცა სარკეში ახალ ნაოჭს ხედავ გინდა სწრაფად გაიქცე და ნაოჭების საწინააღმდეგო საცხები იყიდო. დამშვიდდით, ამ შემთხვევაში აჩქარება სარგებელს არ მოგცემთ.
სწორი ანტიასაკობრივი ზრუნვა არის ის რომ, დაეხმარო კანს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს დაბერების ნიშნებს. საბედნიეროდ ახალგაზრდა ორგანიზმს აქვს საკმარისი რესურსები რომ გაუმკლავდეს სიბერეს. თანამედროვე კოსმეტოლოგები გირჩევენ გამოიყენოთ ცნობილი და პოპულარული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი კომპონენტებით კანის გამოკვებას, ეს მეთოდი იცავს კანის ახალგაზრდობას და ელასტიურობას. ამისთვის საჭიროა ყურადღებით შეარჩიოთ კოსმეტიკა.
იდეალური კოსმეტიკური საშუალება აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს რამოდენიმე ძირითად
მოთხოვნებს:
- დაიცვას კანის ელასტიურობა და თავიდან ააცილოს ნაოჭების წარმოქმნა.
- დაიცვას კანი ულტრაიისფერი სხივებისგან და ტენიანობის დაკარგვისგან.
- გამოკვებოს კანი აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით.
ვიდრე კოსმეტიკური საშუალების შეძენას გადაწყვეტთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კოსმეტიკის შერჩევის სამი ძირითადი წესი:
1. სახის კანს სჭირდება კომპლექსური ზრუნვა, ესეიგი უნდა შეიძინოთ არა ერთი პროდუქტი, არამედ მინიმუმ სამი სახის მოვლის საშუალება: დღის საცხი, ღამის საცხი და თვალის ირგვლივ მოვლის საშუალება.
2. ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალება კანს აუცილებლად უნდა იცავდეს ულტრაიისფერი სხივებისგან, დაბინძურებული გარემოსგან, ატენიანებდეს და უნდა შეიცავდეს ვიტამინებს.
3. საცხი მარტივად უნდა შეიწოვებოდეს.