ვიტამინი PP


ვიტამინი PP-ს სხვა დასახელება: ნიაცინი, ნიაცინამიდი, ნიკოტინის მჟავა. ვიტამინი PP ძირითადად წარმოდგენილია ნიკოტინის მჟავით და ნიკოტინამიდით. ნიაცინს ცხოველური პროდუქტები შეიცავს ნიკოტინამიდის სახით, მცენარეული პროდუქტები ნიკოტინის მჟავის სახით. 

ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი ორგანიზმზე მოქმედებით ერთმანეთს გავს. ნიკოტინის მჟავა განსაკუთრებით სისხლძარღვების გაფართოებაზე მოქმედებს.

ნიაცინი შეიძლება ფორმირდეს ორგანიზმში შეუცვლელი ამინომჟავა ტრიფტოფანისგან. ითვლება რომ 60მგ ტრიფტოფანისგან სინთეზირდება 1მგ ნიაცინი. ვიტამინი PP-ს დღიური ნორმა შეადგენს: მამაკაცებისთვის 16-28მგ, ქალებისთვის 14-20მგ.

ვიტამინი PP-ს მოთხოვნილებას ზრდის:
-მძიმე ფიზიკური დატვირთვა.
-დაძაბული ნერვულ-ფსიქიკური მუშაობა.
-მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა.
-ორსულობა და ძუძუთი კვება.
-ნაკლები ცილების მიღება.

ვიტამინი PP აუცილებელია ნახშირწყლების და ცხიმებიდან ენერგიის გამოყოფისთვის, ცილების ცვლისთვის. ფერმენტების შემადგენლობაში შედის, რომლებიც უჯრედების სუნთქვას უზრუნველყოფენ. ნიაცინი არეგულირებს კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას.

ნიკოტინის მჟავა დადებითად მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. იცავს კანს, ნაწლავის ლორწოვან გარსს და პირის ღრუს. უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას და ამცირებს მაღალ წნევას. ნიკოტინის მჟავა(ვიტამინი PP) ხელს უშლის ჯანმრთელი უჯრედების სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნაში.

ჩვენებები ვიტამინი PP-ს უკმარისობის დროს:
-მოთენთილობა, აპათია, დაღლილობა.
-თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
-გაღიზიანება.
-უძილობა.
-მადის დაქვეითება, წონის კლება.
-კანის სიფერმკრალე და სიმშრალე.
-გულისცემის გახშირება.
-შეკრულობა.
-ინფექციების მიმართ ორგანიზმის ბრძოლის უნარის შესუსტება.

ვიტამინი PP-ს ხანგრძლივი დეფიციტის დროს შეიძლება განვითარდეს პელაგრა, მისი სიმპტომები არის:
-ფაღარათი.
-მადის დაკარგვა, სიმძიმე კუჭის გარშემო.
-გულძმარვა, ბოყინი.
-პირის წვის შეგრძნება, ნერწყვის გახშირებული გამოყოფა.
-ლორწოვანი გარსის სიწითლე.
-ტუჩების შეშუპება და ნახეთქები.
-ენაზე ღრმა ნახეთქები.
-ხელებზე, სახეზე, ყელზე, მუხლებზე წითელი ლაქების წარმოქმნა.
-კანის შეშუპება.
-მკვეთრი სისუსტე, ხმაური ყურებში, თავის ტკივილი.
-დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება.
-არამყარი სიარული.
-არტერიული წნევა.

ჩვენებები ვიტამინი PP-ს გადაჭარბების დროს:
-კანზე გამონაყარი.
-ქავილი.
-გონების დაკარგვა.

ნიაცინი საკმარისად მდგრადია-დიდი ხნით ინახება, უძლებს ყინვას, მზის სხივების ზემოქმედებას. მაგრამ ცხელი დამუშავების დროს პროდუქტებში ნიაცინის შემცველობა მცირდება 5-40%-ით.

დაბალანსებული კვების დროს ვიტამინი PP-ს მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილებულია. საკვებ პროდუქტები ვიტამინი PP-ს შეიძლება შიცავდეს როგორც ადვილად ხელმისაწვდომი ასავე მკიცედ შეკრული ფორმით. მაგალითად: მარცვლეულში ნიაცინი რთული ფორმით არის, ამის გამო მარცვლეულიდან რთულად აითვისება. ხანდაზმულ ადამიანებს შეიძლება საკმარისი საკვების მიღების შემთხვევშიც ქონდეთ ვიტამინი PP-ს უკმარისობა. მათ ეღვევათ ვიტამინი pp-ს ათვისების უნარი.