სენეგალური აკაცია(Acacia Senegal) - სამხრეთის ხე, თავისი კოსმეტიკური თვისებებით ჯერ კიდევ უძველესი ეგვიპტის დროიდან არის ცნობილი. მისი მცენარეული ფისი - გუმიარაბიკი, უტოლდებოდა ოქროს ფასს, რადგან მას დიდი სარგებელი მოჰქონდა მათი სილამაზისთვის.
გუმიარაბიკი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში, განსაკუთრებით სენეგალური აკაციის გუმიარაბიკი, რომელიც გამოიყენება ელიტარულ სახის ნიღბებში, კოსმეტიკურ საცხებში, ლოსიონებში და შამპუნებში. გუმიარაბიკი არ იწვევს ალერგიას, არატოქსიკურია, ნებისმიერი სახის კანისთვის უსაფრთხო და სასარგებლოა.
სენეგალური აკაციის ხე ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში,
კონკრეტულად სენეგალის ტერიტორიაზე.
როცა მისი ქერქი ზიანდება, ხიდან ნელ-ნელა გამოიყოფა ბლანტი ფისოვანი სითხე და გარედან
მყარად ეკრობა ქერქს, მას ეძახიან გუმიარაბიკს. აღსანიშნავია რომ გუმიარაბიკს მხოლოდ
სენეგალური აკაციის ფისს უწოდებენ.
სენეგალური აკაციის ფისი შეიცავს ნივთიერება არაბინს - ეს არის კალიუმის მარილების, კალციუმის, მაგნიუმის მჟავების და რიგი სხვა მჟავების, პექტინების(მცენარეული პოლისაქარიდები), ასევე სხვა ნატურალური ნივთიერებებისგან შემდგარი კომბინაცია.
სენეგალური აკაციის ფისში შემავალი პოლისაქარიდები შესანიშნავი საშუალებაა კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ფისი აუმჯობესებს კანის ბუნებრივი კოლაგენის სინთეზს, დადებითად მოქმედებს კანის ნორმალურ დატენიანებაზე, მათ შორის სიცხის პირობებშიც. ცდებმა დაამტკიცეს რომ, სენეგალურ აკაციას ნაოჭების გასწორების უნარი აქვს, მათ შორის მიმიკური ნაოჭების, რომლებიც წარმოქმნილია თვალის ირგვლივ. ასევე დადასტურებულია მისი გამაახალგაზრდავებელი და ლიფტინგის თვისება. განსაკუთრებით სასარგებლოა გაღიზიანებული კანის, აკნეს დროს რადგან სენეგალურ აკაციას აქვს საგრძნობლად დამამშვიდებელი მოქმედება და დადებითად მოქმედებს დაზიანებულ კანზე. თვალის საცხში დამატებული სენეგალური აკაციის გუმიარაბიკი ხსნის გადაჭარბებულ შეშუპებას, ხსნის ჩაშავებულ შეფერილობას და ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს.