სამი შეცდომა კუნთოვანი მასის ზრდის დროს


გინდათ კუნთები? - ეს მიზანმიმართული და მეთოდური მუშაობაა, რომელიც მოითხოვს მოთმინებას და ძალისხმევას, მაგრამ შედეგი ამად ღირს.  ლამაზი, ნავარჯიშები სხეული ყოველთვის მოდაში იქნება. როგორ მივიღოთ სწრაფი შედეგი და მოვერიდოთ ტიპიურ შეცდომებს, რომლებიც პროგრესს ხელს უშლის?

1) არასწორი კვება.
ახალბედები ხშირად ფიქრობენ რომ საკითხი საკვების რაოდენობაშია. ჭამე ყველაფერი და ბევრი, აი სად იმალება შეცდომა, ასეთი კვება უბრალოდ უშედეგოა. საკვების სწორი მიღება - პერიოდული, 5-6ჯერ დღეში და მცირე რაოდენობით. ასე ორგანიზმი სრულყოფილად გადაამუშავებს მიღებულ საკვებს და მისგან სასარგებლო ნივთიერებებს სრულყოფილად აითვისებს. ამავე დროს უნდა გაითვალისწინოთ საკვების ზედმეტად შეზღუდვა არ არის რეკომენდირებული, ორგანიმმა არ უნდა იშიმშილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება არსებული კუნთოვანი მასის წვა.

ხშირად სპორტცმენები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ცილებს, ვისაც კუნთების ზრდა უნდა, მათთვის რეკომენდირებულია სხეულის საერთო მასის თითო კილოგრამზე 2,5-6გრ ცილა. ამინომჟავების და ცილების შემცველი პროდუქტების მიღება დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში.

2) უზომო ვარჯიში.
ხშირად არის შემთხვევები როცა სწრაფი შედეგის მიღების მიზნით სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. ეს უხეში შეცდომაა რომლიც აზიანებს ჯანმრთელობას და წვავს მხოლოდ კალორიებს. ზეწოლის შედეგად კუნთოვანი მასა იღებს მცირე ტრავმებს, რომლის მოგვარებასაც დრო სჭირდება. მეორეს მხრივ არის კიდევ ერთი პრობლემა არასაკმარისი ვარჯიში. კუნთები თუ ფიზიკურად არ დაიტვირთა ზომაში არ მოიმატებს. ამავე დროს დატვირთვის სწრაფად გაზრდას მოერიდეთ რომ კუნთები არ დააზიანოთ.

3) დასვენება.
ვარჯიშები კუნთებს ზრდაში ეხმარება, მაგრამ თვითონ ზრდის პროცესი მიმდინარეობს დასვენების პერიოდში. კუნთების ზრდაზე პასუხს აგებს ზრდის ჰორმონი - სომატოტროპინი, ძილის დროს მისი დონე იმატებს. ჯანმრთელი ძილის ხანგრძლივობა არის დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი. კუნთები მხოლოდ ძილის დროს არ ისვენებს, მოერიდეთ კუნთების დაჭიმვის სხვადასხვა მოქმედებას.

ჩვენს დროში მობილური ტელეფონი თითქმის ყველას აქვს და მას რეგულარულად ვმუხტავთ. რატომ არ უნდა დავმუხტოთ საკუთარი ორგანიზმი ხარისხიანი, სწორი კვებით, ვარჯიშით და სრულყოფილი დასვენებით?