წონაში კლების მსურველები ხშირად დარდობენ რომ სხვადასხვა ბევრისმთქმელი დიეტები შედეგებს არ იძლევა, პირიქით დიდი ძალისხმევის შედეგად დაკლებული კილოგრამები უკან სწრაფად ბრუნდება, ეს ორგანიზმის ჩვეულებრივი მოქმედებაა რადგან დიეტა ეს არის ორგანიზმზე ზეწოლა. ლამაზი გარეგნობა, ჯანმრთლობა, კარგი განწყობა და ხანგრძლივი სიცოცხლე მიიღება მხოლოდ სწორი კვების შედეგად.
დაიმახსოვრეთ მხოლოდ სწორი და ბალანსირებული კვება იძლევა წონაში კლების ეფექტურ შესაძლებლობას და რაც მთავარია მკაცრი დიეტების გარეშე. თავიდანვე უნდა გააცნობიეროთ რომ წონაში კლების შედეგებს სწრაფად ვერ მიიღებთ სწორი კვების დროსაც კი, რადგან თქვენი ზედმეტი წონა გროვდებოდა წლების განმავლობაში და მისი მოცილება სწრაფად ვერ მოხერხდება.
მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ თუ თქვენ გადაწყვიტეთ ჯანსაღი წესით იცხოვროთ და იკვებოთ სწორად, მალე თქვენი ჩვევები ზედმეტ კვებასთან დაკავშირებით გაქრება.
ეცადეთ ისე მოაწესრიგოთ კვება რომ დღეში 4-6ჯერ იკვებოთ. ერთ ჯერზე მიღებული საკვები უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 250 გრამს. წონაში რომ დაიკლოთ საჭიროა ხშირად იკვებოთ და მცირე რაოდენობით. ასეთი კვება აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. დალიეთ დღეში მინიმუმ 2,5 ლიტრი წყალი. წვენი, რძე მიეკუთვნება საკვებს და არა სასმელს.
გადადით მარტივიდან რთულ ნახშირწყლებზე. ეტაპობრივად გამორიცხეთ ტკბილეული. მიიღეთ ფაფები, მარცვლეული. რთული ნახშირწყლები არის ენერგია, შესანიშნავად გადამუშავდება. მარტივი ნახშირწყლები კი არის ზედმეტი ცხიმი და ნაწლავების დატვირთვა. ეცადეთ რთული ნახშირწყლები მიიღოთ დღის პირველ ნახევარში რომ ორგანიზმმა გადამუშავება მოასწროს და მიიღოთ აუცილებელი ენერგია.
საღამოს პერიოდში უნდა მიიღოთ მსუბუქი საკვები და თან სასურველია ცილების მიღებაც, საკვებ რაციონს დაამატეთ თევზის ან ქათმის ნაჭერი, კვერცხი, აუცილებლად ბოსტნეულთან ერთად.
ჯანსაღი ცხოვრების წესის საჭირო ნაწილია სპორტი. სასურველია კვირაში მინიმუმ 3-ჯერ ფიზიკური ვარჯიში. შეიმუშავეთ ძილის სწორი რეჟიმი.
დაიმახსოვრეთ შიმშილი ვნებს ორგანიზმს. ნუ გამოფიტავთ საკუთარ თავს
უშედეგოდ. როგორც ხედავთ აქ რთული არაფერია, წესების დაცვით თქვენ
დამატებით მიიღებთ შედეგებს როგორიცაა:
- შესანიშნავი განწყობა.
- მომატებული ენერგია.
- ორგანიზმში სიმსუბუქე.
- ჯანმრთელი კანი.
- ჯანმრთელი ორგანიზმი მომავალი წლების განმავლობაში.