Wellness - როგორც ცხოვრების სტილი?


"ჯანმრთელობის დაცვა და განვითარება შედარებით ხშირად უნდა განიხილებოდეს ვიდრე მისი აღდგენა დაზიანების შემდეგ"-ჰიპოკრატე.

დამოკიდებულება საკუთარ ჯანმრთელობასთან და ჯანმრთელი ცხოვრების სტილის აღქმა - ამ თემაზე დღეს საუბრობენ ტელევიზიით, წერენ ჟურნალებში და აგიტაციას უწევენ პირდაპირ ქუჩებში. ჩვენ კი გვერდს ვუვლით, ყურადღებას არ ვაქცევთ, გვერდზე გადავდებთ ბეჭდურ მედიას ან გადავრთავთ არხს სხვა ტელეარხზე და ვუბრუნდებით საყვარელ თოქ-შოუს ოჯახური კონფლიკტების შესახებ.

მოდით ვუპასუხოთ რამოდენიმე მარტივ კითხვას:
- ვისწრაფვით დღეგრძელობისკენ?
- ვებრძვით ნაადრევ სიბერეს, გვსურს ვიყოთ ჯანმრთელები და აქტიურები ჩვენს ცხოვრებაში?
- ვეძებთ კარგს და პოზიტიურს ყოველ დღე?

ნუთუ ეს არ არის ყველაზე პრიორიტეტული ჩვენი სურვილებიდან, თუ ჩვენ ადრინდელივით დარწმუნებული ვართ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებლია ახალი სახლის და ავტომობილის ყიდვა ან წარმატებული კარიერა?

თუ ჩვენ ვიტყვით რომ: ჯანმრთელობა-პირველ რიგში! ვმოქმედებთ კი ჩვენი შეხედულებების თანახმად, მივყვებით ჯანმრთელი ცხოვრების წესის პრინციპებს, თუ ეს ყველაფერი აგებულია მხოლოდ სიტყვებზე?

არავინ ამბობს რომ, თქვენ აუცილებლად თავი უნდა დაანებოთ სამსახურს, გახვიდეთ ქალაქიდან, უარი თქვათ ცივილიზაციის ყველა სიკეთზე და დაკავდეთ მხოლოდ სპორტით, ირბინოთ და წაისვათ კანზე გამაახალგაზრდავებელი საცხი. ჩვენი ცხოვრება-ეს არის ახალი და განმეორებადი მოვლენები, რომლებსაც ჩვენ ვაკავშირებთ ურთიერთდამაკავშირებელი ჯაჭვით, სადაც მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული როდის და რით დავკავდებით: რას გავაკეთებთ დილით, რას გავაკეთებთ სამსახურის შემდეგ, როგორ შევადგენთ საკუთარ გრაფიკს, ჯანმრთელობას დავიცავთ სწორი, ბალანსირებული კვებით და გამაჯანსაღებელი კოსმეტიკის პროცედურებით, მოვძებნით დროს ურთიერთობებისთვის, დავიმუხტებით ოპტიმისტურად. ეს ჩვენი ცხოვრებაა თავისი პლიუსებით და მინუსებით და მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალში.

ცხოვრების ჯანსაღ სტილს დღეს უწოდებენ მოდურ სიტყვას-"wellness"-ს. ეს არ არის მხოლოდ ჯანმრთელობა, ეს არის სასიცოცხლო ძალა! wellness ყოველთვის გულისხმობს ადამიანის დადებით დამოკიდებულებას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულისხმობს არა მხოლოდ ფიტნეს ცენტრებში სიარულს ან გამაჯანსაღებელი მასაჟების კეთებას, პირველ რიგში საჭიროა შეიცვალოს შეხედულება საკუთარ თავზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუ თქვენ გინდათ კარგად გამოიყურებოდეთ, არ დაიზაროთ მიმართოთ ამ ძალისხმევას არა მხოლოდ დღეს ან ხვალ, არამედ მუდმივად. ასეთი ქცევა იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე შემდგომი დაავადებების მკურნალობა. მეცნიერები თვლიან რომ, თუ wellness-ის შესაბამისად იცხოვრებთ შესაძლებელია თავიდან აიცილოთ ჰიპერტონია, ინფაქტი, შაქრიანი დიაბეტი და ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა დაავადებები.

საკუთარი სიცოცხლის ჰარმონიული განვითარება, მსოფლიოზე დადებითი შეხედულებები, საზოგადოებრივი ურთიერთობები და ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე-თქვენ ცნობიერად ან გაუცნობიერებლად ხდებით wellness-ის განვითარების მონაწილე.

wellness მოიცავს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის იმდენად ფართო წრეს რომ, ჩვენ მხოლოდ გვრჩება ის რომ სწორად შევკრათ ჩვენთვის მოხერხებული ჯაჭვი:
ფიზიკური დატვირთვა და სპორტული აქტიურობა, სწორი, ბალანსირებული კვება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა, დროული მკურნალობა, შესანიშნავი ჯანმრთელობა, ზრუნვა გარეგნულ სილამაზესა და სულის შინაგან მდგომარეობაზე - ეს არის მიზეზების არასრული ჩამონათვალი wellness სტილის განვითარებისთვის.

თუ ჩვენ გვსურს wellness-როგორც ცხოვრების სტილი, მაშინ მოგვიწევს გავითავისოთ ამ სტილის რამოდენიმე ძირითადი პრინციპი:
- wellness-ის ნებაყოფლობითი არჩევა და საკუთარ არჩევანზე პასუხილმგებლობა.
- ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და პოზიტიური დამოკიდებულება.
- სტრესების თავიდან აცილება და შეძლებისდაგვარად მათგან სწრაფი გათავისუფლება.
- სპორტული აქტივობა, გარეგნობაზე ზრუნვა, წონის კონტროლი(სხეულის კორექცია).
- ბალანსირებული და ჯანმრთელი კვება, ორგანიზმის გაწმენდა.