ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაში უმართავი ხდება, ამ პრობლემასთან ბრძოლის დროს უნდა აღმოიფხვრას არა თვითონ ფაქტი-სტრესული შიმშილი, არამედ ასეთი შედეგის ნამდვილი მიზეზი. ადამიანები გაღიზიანებულ მდგომარეობაში გაუცნობიერებლად იკვებებიან დიდი რაოდენობის საკვებით და იღებენ დიდი რაოდენობით კალორიებს.
ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური მექანიზმი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ხშირად ხანგრძლივი სტრესის და დეპრესიის მდგომარეობაში მყოფი ხალხი წონაში მატებას იწყებს, ისე რომ ამას ვერ აცნობიერებს. მოცემული პრობლემა აწუხებთ იმ ადამიანებს რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ და არ აქვთ საკმარისი რწმენა საკუთარი თავის მიმართ. უმნიშვნელო პრობლემების დროს ისინი შვებას, კომფორტს და მხარდაჭერას ეძებენ არა გარშემომყოფებში, არამედ საკვებში. ნეგატიური ემოციების კიდევ ერთი მიზეზია საკუთარი ცხოვრების მიმართ უკმაყოფილება.
მსუყე ვახშამი მოცემულ მომენტში ასრულებს რთული და დატვირთული დღის ანაზღაურებას, საყვარელი კერძი-მატყუარა წუთიერი სიამოვნებაა და არა შინაგანი ფსიქოლოგიური დისკომფორტის აღმოფხვრის საშუალება.
როცა ადამიანის ორგანიზმი განიცდის სტრესს, ის იწყებს ორი ჰორმონის აქტიურ გამომუშავებას - ადრენალინს და კორტიზოლს. მოცემული ნივთიერებები თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს ნეგატიური სიტუაციების გამკლავებაში და ეტაპობრივად პირვანდელი ცხოვრების რიტმის დაბრუნებაში. თუმცა არსებულ პრობლემასთან ბრძოლისთვის საჭიროა ორგანიზმის ენერგიის გარკვეული ხარჯი, შემდეგ კი ახალი წყაროები დაკარგული ძალების აღსადგენად. დაკარგული ელემენტების აღდგენას ხალხი ცდილობს მაღალ კალორიული საკვები პროდუქტების გაზრდილი რაოდენობის საშუალებით.
ტკბილი საკვების მიღების შემთხვევაში ადამიანი მთლიანად ჩაფლულია ჭამისგან მიღებულ სიამოვნებაში და დროებით სრულად ავიწყდება სტრესი. თუმცა ასეთი ქმედებით მიღებული სიმშვიდე სწრაფად გაივლის, პრობლემები და ჭარბი წონა კვლავ რჩება, თან უფრო რთულდება.
ხანგრძლივი აშლილობის ან დეპრესიის დროს ხალხი ყურადღებას არ აქცევს კვების რაციონს, ზედმეტი კილოგრამების წარმოქმნის შემდეგ კი სტრესი უფრო ღრმა მდგომარეობაში გადადის და წონის სწრაფი დაკლებისთვის იწყებენ საკვების მკვეთრ შემცირებას, მიმართავენ შიმშილობას ან მკაცრ დიეტას. დიეტოლოგები ასეთ მოქმედებას არასწორად მიიჩნევენ. საყვარელი პროდუქტების სწრაფმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური მდგომარეობის გართულება, რადგან სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანი სიმშვიდეს და ბედნიერებას საკვებში ეძებს.
იმისთვის რომ მოათვინიეროთ მადა, შეინარჩუნოთ კარგი განწყობა და გათავისუფლდეთ სტრესისგან, აუცილებელია რამოდენიმე მიმართულებით მუშაობა: მოძებნოთ დეპრესიის ფსიქოლოგიური მიზეზები, საკვები რაციონის რეგულირება და ცხოვრების ჯანსაღი სტილი. მხოლოდ ამ დროს მოხერხდება ნეგატიური ემოციების და ზედმეტი კილოგრამების დაძლევა, სამუდამოდ გათავისუფლდებით უარყოფითი განწყობისგან და ამ მიზეზით გამოწვეული დაავადებებისგან!