აცეროლა დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას და C ვიტამინს, ეს ნივთიერებები აძლიერებენ იმუნიტეტს. აცეროლაში 80-ჯერ მეტი C ვიტამინია ვიდრე ფორთოხალში და ციტრუსებში. ორგანიზმს ეხმარება ვირუსების და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქიმიოთერაპიის შემდეგ ორგანიზმს ასკორბინის მჟავა აღდგენაში ეხმარება. აცეროლა სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაში მკურნალობისთვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისიტემის მდგომარეობას და მუშაობას. აუმჯობესებს მხედველობას და ეხმარება მხედველობის აპარატის ზოგიერთი დაავადებების განკურნებაში. ვიტამინების დიდი რაოდენობის შემცველობის წყალობით აცეროლა აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას, სწრაფად ათავისუფლებს სტრესისგან და უძილობისგან.
აცეროლას შემადგენლობაში შედის კალიუმი რომელიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე. აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და აძლიერებს იმუნიტეტს. ამკვრივებს ძვლებს, ფრჩხილებს და თმებს. არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აღადგენს ორგანიზმს და აუმჯობესებს გულის მუშაობას. აცეროლას ძლიერი ანტიოქსიდანტური, მატონიზირებელი და აღმდგენი თვისებები გააჩნია.
აცეროლა ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას და აუმჯობესებს ქსოვილის შეერთებას.
კანი ხდება ძლიერი და ელასტიური. ებრძვის კანის დაზიანებას და ნაოჭების
ნაადრევ განვითარებას. სასარგებლოა ვირუსული და ინფექციური დაავადებების დროს.
სასარგებლოა ორსულებისთვის და ძუძუთი კვების დროს. ეფექტურია ღვიძლის
დაავადებების მკურნალობის დროს. ამცირებენ სიმსივნის განვითარების რისკს.
აცეროლა არის ფუნქციური საკვები
BaobabLife-ის ერთ-ერთი ინგრედიენტი.