შტოში არის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, მისი ტოტების სიგრძე დაახლოებით 30 სანტიმეტრია. მცენარე ყვავის ივნისში, კენკრის კრეფა იწყება სექტემბერში და გრძელდება შემოდგომის განმავლობაში.
შტოშს საკვებად გამოიყენებენ, მისგან ამზადებენ წვენებს, ჯემებს და კოქტეილებს. დღეს შტოში გავრცელებულია რუსეთში, უკრაინაში, ევროპის დიდ ნაწილში, აშშ-ში და კანადაში.
შტოში შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების სრულ ნაკრებს. შტოში მდიდარია შაქრით, ორგანული მჟავებით, პექტინებით და ვიტამინებით. შტოში შეიცავს უამრავ ვიტამინებს: B ჯგუფის ვიტამინებს, PP, K1 და დიდი რაოდენობით C ვიტამინს.
შტოში მდიდარია: ანტოციანებით, ფენოლის მჟავებით, ლეიკოანტოციანებით, კატეხინებით, ბეტაინებით, მაკრო და მიკროელემენტებით. ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ფოსფორს და კალციუმს. საკმარისი რაოდენობით შეიცავს რკინას, მანგანუმს, სპილენძს და მობილდენს. გარდა ამისა მის შემადგენლობაში ასევე შედის: ბორი, კობალტი, იოდი, ქრომი, თუთია და სხვა მიკროელემენტები.
შტოში არეგულირებს მადას და საკვების გადამუშავებას. აძლიერებს კუჭის წვენის და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას. სასარგებლოა გასტრიტით დაავადების დროს, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. აქვს შარდმდენი და ბაქტერიციდული მოქმედება, სასარგებლოა პიელონეფრიტის დროს. შტოში შარდსასქესო სისტემას იცავს ინფექციებისგან. ხელს უშლის უჯრედებში ბაქტერიების გავრცელებას.
შტოში შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, აქვს ანტისიმსივნური და ანთების საწინააღმდეგო თვისება. მეცნიერები ხშირად ამტკიცებენ რომ სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს შტოში საკვებ რაციონში ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი უნდა იყოს. ითვლება რომ შტოშის წვენი აფერხებს სიმსივნური უჯრედების ფორმირებას, ხელს უშლის მათ წარმოქმნას და გამრავლებას. შტოში შეიცავს კვერციტინს, რომელსაც შეუძლია ორგანიზმი დაიცვას სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნისგან.
შტოში შეიცავს ისეთ ეფექტურ ანტიოქსიდანტს როგორიც არის ანთოციანები, რომელიც ავლენენ სამკურნალო თვისებებს. ფენოლის ანტიოქსიდანტები არეგულირებენ ქოლესტერინის დონეს, ამცირებენ ათეროსკლეროზით დაავადების რისკს. შტოშის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება რეზვერატროლი ავლენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას, ახშობს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას.
გამოკვლევებით დადგინდა რომ შტოში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ხელს უშლის ტრომბის წარმოქმნას, ტვინის სისხლძარღვებს იცავს ინსულტისგან. დამტკიცებულია რომ შტოშის შემადგენლობაში არსებული ურსულის და ოლეინის მჟავები აფართოებენ გულის ვენურ სისხლძარღვებს, კვებავენ გულის კუნთებს. შტოში ამცირებს თავის ტკივილს, ამცირებს სისხლში პროტრომბინის შემცველობას, აუმჯობესებს ელასტიურობას, აძლიერებს სისხლის კაპილარებს. შტოში სასარგებლოა მაღალი სისხლის წნევის დროს.
შტოში გამოირჩევა გამამხნევებელი და მატონიზირებელი თვისებებით, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. აქვს სიცხის დამწევი ეფექტი და სასარგებლოა მაღალი ტემპერატურის და ვირუსული დაავადებების დროს.
საკვები ტექნოლოგიების ინსტიტუტის(აშშ) კვლევებმა უჩვენა შტოშის ატიური მოქმედება სალმონელას, ნაწლავის ჩხირების და ა.შ წინააღმდეგ. მეცნიერებმა შტოშის კონცენტრატი დაამატეს ბაქტერიებით დაავადებულ ძროხის გადამუშავებულ ხორცს, რამდენიმე დღის შემდეგ ხორცის გამოკვლევებით დაადგინეს რომ, შტოშის კონცენტრატის მოქმედებით ხორცში მნიშვნელოვნად შემცირდა დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები.მეცნიერები თვლიან რომ, შტოშის ანტიმიკრობულ ეფექტს დიდი შანსი აქვს მომავალში გახდეს საკვებ პროდუქტებში პათოგენური ორგანიზმების კონტროლის და დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი და ეფექტური საშუალება.
შტოშის წვენს მიირთმევენ როგორც ცხელების საწინააღმდეგო საშუალებას, ასევე ავიტამინოზის დროს, ანთებითი დაავადებების, ტემპერატურის დასაწევად, სასუნთქი გზების დაავადებების, რევმატიზმების და ანგინის დროს.შტოშის წვენს აქვს შემდეგი თვისებები: სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული მოქმედება,
ასუფთავებს ჭრილობებს და დამწვრობებს, აჩქარებს მათ შეხორცებას.
შტოშის შემადგენლობაში შემავალი პროანტოციანიდები წარმატებით აფერხებენ
კარიესის და ღრძილების დაავადებების განვითარებას. შტოშის წვენი ამცირებს
ქოლესტერინის დონეს, ამცირებს შარდსასქესო ინფექციების განვითარების რისკს.
გულის და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, გასტრიტის მკურნალობა,
კუჭქვეშა ჯირკვლის სტიმულაცია, ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის ამაღლება-
ეს არის შტოშის სამკურნალო თვისებების არასრული ჩამონათვალი.
შტოში არის ფუნქციური საკვები
BaobabLife-ის ერთ-ერთი ინგრედიენტი.