ბაობაბი


ბაობაბის ნაყოფი - მომავლის სუპერ-ხილი ფუნქციური საკვები №1.
ხანგრძლივი სიცოცხლის და სიძლიერის ათასწლეული სიმბოლო - ბაობაბის ხე, წარმოადგენს ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის წყაროს.  თავის უნიკალური და მკვებავი თვისებების გამო, ბაობაბი არის ხე, რომელიც ხარობს 5000 წლამდე, ვინც მის სიახლოვეს ცხოვრობს, ამბობს რომ ის ყოველთვის იყო. ბაობაბის ხე არის წმინდა სიმბოლო აფრიკული ტომებისთვის, მისი ნაყოფის, ფოთლების, ქერქის და წვენის სამკურნალო თვისებების გამო მას თვლიან სამკურნალო ხე-აფთიაქად. ბაობაბის ნაყოფის ექსტრაქტით კურნავდნენ მალარიას, მისი ნახარში ძალას მატებდა მებრძოლებს, მალამოთი კი ჭრილობებს კურნავდნენ.

5000 წლიანი ბაობაბი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ინახავს. ეს არის ხე, რომელზეც დრო კვალს არ ტოვებს და რომელმაც იცის, როგორ დაძლიოს სიბერე. პირამიდების ასაკის ბაობაბი, რომელმაც ძველი ცივილიზაციების მსგავსად დროს გაუძლო, გვკარნახობს თუ როგორ უნდა ვიცოცხლოდ ხანგრძლივად და უკეთესად. ხემ, რომლის ტოტებიც ცას სწვდება, შეუძლია ადამიანებს მარადიულ კითხვას გასცეს პასუხი სიცოცხლის ელექსირის შესახებ.

ბაობაბის ნაყოფი საკვებია რომლის რბილობისგანაც ამზადებენ სხვადასხვა სახის წვენებს და ლიმონათს, რომლის დალევა არა მხოლოდ სასიამოვნო და გემრიელია, ის სასარგებლოა და ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს. ბაობაბი შესანიშნავი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საშუალებაა.

მსოფლიოში ცნობილმა ფრანგულმა კონცერნმა ArkoPharma-მ და კერძოდ, მისმა ლაბორატორია FERRIER-მა, კვლევებით დაადგინა ბაობაბის ნაყოფის მაღალი კვებითი ღირებულება, რასაც შესაბამისი სერტიფიცირება მოჰყვა.


- ევროპაში აღიარებულია, როგორც კვების პროდუქტი. გადაწყვეტილება: EC2008/575/EC 2008 წლის 27 ივნისიდან.
- აშშ-ში აღიარებულია, როგორც კვების პროდუქტი. FDA-ს გადაწყვეტილება 2009 წლის 25 ივლისი.
- აღიარებულია "НИИ питания РАМН"-ის მიერ, როგორც კვების პროდუქტი, საექსპერტო დასკვნა, 28 აპრილი 2010წ.

ბაობაბის ნაყოფის თვისებები:
- ძლიერი ანტიოქსიდანტია.
- ეფექტურად აგვარებს დისბაქტერიოზის პრობლემას.
- აღადგენს დაზიანებულ ნაწლავურ ფლორას და აძლიერებს ნაწლავების მოტორიკას.
- აწესრიგებს კუჭის მოწმედებას.
- განსაკუთრებით ეფექტურია სპორცმენების, მწეველების, ეკოლოგიურად არასასურველ ადგილებში მცხოვრებ და ჯანმრთელობისათვის მავნე საწარმოებში დასაქმებულთათვის.
- აწესრიგებს იმუნიტეტს, აქვს ადაპტოგენური მოქმედება.
- იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან.
- აქვს ძლიერი ანტივირუსული, ანტიანთებითი, ანტიმიკრობული, ანტისიმსივნური, ანტიალერგიული თვისებები.
- აღადგენს ჰორმონულ ბალანსს.
- ხსნის დაღლილობას და ზრდის სასიცოცხლო ენერგიას.
- შეიცავს დიდი რაოდენობით ინულინს.

ბაობაბის ნაყოფი შეიცავს:
- 10-15ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს ვიდრე ფორთოხალი და ვაშლი.
- 6-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე ლურჯი მოცვი.
- 4-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს ვიდრე კივი.
- 6-ჯერ მეტ C ვიტამინს ვიდრე ფორთოხალი.
- 6-ჯერ მეტ K(კალიუმს), ვიდრე ბანანი.
- 2-ჯერ მეტ Fe(რკინას), ვიდრე წითელი ხორცი.
- 2-ჯერ მეტ Mg(მაგნიუმს), ვიდრე ისპანახი.
- 3-ჯერ მეტ Ca(კალციუმს), ვიდრე რძე.
- ნახევრად ნაჯერ ცხიმოვან მჟავას.

ბაობაბი არის ფუნქციური საკვები BaobabLife-ის ძირითადი ინგრედიენტი.