ალოე ვერა


ალოე ვერა ერთ-ერთი ლიდერია ბუნებრივ საშუალებებს შორის რომელიც გამოიყენება კანის დაავადებების საწინააღმდეგოდ. მას აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი და ანტიანთებითი მოქმედება, აჩქარებს კანის რეგენერაციას და ქსოვილის მიკროცირკულაციას. 

ალოეს შეუძლია გამოაცოცხლოს და გააუმჯობესოს ნებისმიერი ტიპის და ასაკის სახის კანი.
1. აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.
2. აქვს საგრძნობლად გამოხატული დამატენიანებელი ეფექტი.
3. აფერხებს დაბერების პროცესებს.
4. ანტიბაქტერიული თვისებით სასარგებლოა ცხიმიანი კანის პრობლემების მოგვარებისთვის.

ალოე ვერას რბილობი და წვენი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის არის: ვიტამინები A, B ჯგუფის, C, E ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ეთერზეთები, ორგანული ნაერთები, ისეთი როგორიც არის გლუკოზა და სალიცილის მჟავა, ამინომჟავები და პოლისაქარიდები.

ალოე ვერას შემადგენლობაში შემავალი ფიბროპლასტები ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, რომლებიც აქრობენ ნაოჭებს, კანს უფრო გლუვს ხდიან და ახალი ნაოჭების წარმოქმნისგან მაქსიმალურად იცავენ.

პოლისაქარიდები იცავენ კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, მისი აღმდგენი და ბაქტერიციდული თვისებების შედეგად კანზე არსებული მცირე ჭრილობები და ნახეთქები სწრაფად ხორცდება.

ალოე ვერა შეიცავს სალიცილის მჟავას რომელიც ეხმარება ანთებითი პროცესების და აკნეს პრობლემების მოგვარებაში.
სასარგებლო ნივთიერება ლიგნინი რომელსაც შეიცავს ალოე ვერა ღრმად ჩადის ეპიდერმისის ფენაში და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას.

კოსმეტოლოგიაში ალოე გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის. ამ მცენარის ექსტრაქტი წმენდს ცხიმიან კანს, ატენიანებს მშრალ კანს და ზრდის ელასტიურობას.

ალოე ვერა გამოიყენება კანის უამრავი დაავადებების მკურნალობის დროს, მათ შორის:
- დამწვრობა და მოყინვა.
- წყლულები.
- შეშუპება.
- რთულად შეხორცებადი ჭრილობები.
- ფსორიაზი.
- ჰერპესი.

ალოე ვერა არის დამატენიანებელი, გამამკვრივებელი და აღმდგენი. მის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები აქტიურად ეხმარებიან კანს ახალი, ჯანმრთელი უჯრედების განვითარებაში.

ალოე ვერა ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ნაოჭების წარმოქმნას, აფეხებს კანის უჯრედების დაბერების პროცესს, აჩქარებს კანში ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო ელასტიური. ეფექტურად ებრძვის ჭარბცხიმიანობას, იცავს კანს მზის დამწვრობისგან. ალოე ვერა უამრავ კოსმეტიკურ საშუალებებში გამოიყენება მათ შორის სახის ბიო ნიღაბში რომელიც წმენდს, ჭიმავს, აღადგენს, ატენიანებს სახის კანს, კვებავს საჭირო ნივთიერებებით, იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან.