ჩამუქებული უპეები


თვალების ჩამუქებული უპეები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელთან ბრძოლაც სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი. 

მუქი უპეები ვიზუალურად ასაკს უფრო მატებენ ვიდრე ნაოჭები და ჭაღარა თმა. ნაოჭების წარმოქმნა, თვალების გარშემო კანის ელასტიურობის დაკარგვა - ეს ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებებია, რომლებიც სამწუხაროდ გარდაუვალია, მაგრამ მასთან ეფექტური ბრძოლა შესაძლებელია თვალის ირგვლივ საცხის საშუალებით.

ჩამუქებული უპეების გამომწვევი ძირითადი მიზეზები არის:
- მემკვიდრეობითობა.
- თირკმლის, გულის ან სისხლძარღვების დაავადებები.
- ცხოვრების დაძაბული რეჟიმი, უძილობა, მუდმივი სტრესი.
- მავნე თვისებები.
- სისხლის ცუდი მიმოქცევა.
- კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომა.
- ალერგია.
- ცხვირის ქრონიკული დაცობა.

არსებობს რამოდენიმე კარგი რჩევა რომლებიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ თვალის ჩამუქებული წრეებისგან, ასევე დაიცვათ თვალები მათი წარმოქმნისგან. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა:


- სწორი კვება. სიმუქეების პირველივე ნიშნებზე სასურველია დროებით გამორიცხოთ მარილიანი, ცხარე და ცხიმიანი საკვები. სამაგიეროდ იკვებეთ ხილით და ბოსტნეულით, რომლებიც შეიცავს C, A და K ვიტამინებს.
- სრულყოფილი ძილი, დღეში მინიმუმ 8 საათი.
- მავნე ჩვევებზე უარის თქმა. მოწევა და ალკოჰოლი თვალის ირგვლივ სიმუქეების ძირითდი მიზეზია.
- უპირატესობა უნდა მიენიჭოს მაღალ ხარისხიან და გამოცდილ კოსმეტიკურ საშუალებას, რომელიც არ იწვევს გაღიზიანებას და ალერგიულ რეაქციებს. თანამედროვე კოსმეტიკის მრავალფეროვნება არჩევანის საშუალებას იძლევა. შეიძლება კოსმეტიკური საშუალებების დახმარებით სიმუქეების დაფარვა, მაგრამ დაფარვას და დამალვას ჯობია ებრძოლოთ და გაუმკლავდეთ სამკურნალო, აღმდგენი კოსმეტიკის საშუალებით.

თვალის ირგვლივ ჩამუქებული ფერის მოშორება კოსმეტიკური საშუალებით შესაძლებელია მაგრამ ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ ამ პრობლემასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი არის წარმოქმნამდე მისგან თავის დაცვა სახის ყოველდღიური მოვლის მაღალ ხარისხიანი დამცავი კოსმეტიკის, სწორი კვების და სუფთა ჰაერზე ხშირი სეირნობის საშუალებით.