ვიტამინი A-ს სასარგებლო თვისებები და გავლენა ორგანიზმზე: ვიტამინი A ასრულებს მრავალ ფუნქციას ორგანიზმში: ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას და ქსოვილის რეგენერაციას, უზრუნველყოფს კანის და თმის ელასტიურობას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ.
ორგანიზმში ვიტამინი E-ს დეფიციტის დროს ვიტამინი A სისხლში მოხვედრისთანავე იწყებს სწრაფ დაშლას. თუ ორგანიზმს აკლია ვიტამინი B4 მაშინ ორგანიზმი ვერ შეინარჩუნებს ვიტამინი A-ს მარაგს.
ჩვენებები ვიტამინი A-ს ნაკლებობის დროს:
-ჭრილობების შეხორცების შეფერხება.
-კანის დაზიანება, გამონაყარი.
-ადრეულ ასაკში კანის დაბერება.
-ამაღლებული მგრძნობელობა დაავადებების მიმართ(განსაკუთრებით გაციების, სასუნთქი
გზების ინფექციების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მიმართ).
-სუსტი განათების დროს მხედველობის დაქვეითება(ქათმის სიბრმავე).
-ლურჯი და ყვითელი ფერის აღქმის უნარის გაუარესება.
-მხესველობის დაქვეითება.
-თვალის სიმშრალე, თვალში ქვიშის არსებობის შეგრძნება.
-კონიუქტივიტის განვითარება.
-ქერტლის წარმოქმნა, თმის ცვენა.
-კბილის ემალის ამაღლებული მგრძნობელობა, მისი დაზიანების შესაძლებლობა.
-მადის უქონლობა, წონაში დაკლება.