ვიტამინი B1(თიამინი)


ვიტამინი B1(თიამინი) ძირითადად გამოირჩევა ორგანიზმზე ანტინერვული მოქმედებით. თიამინი არ წარმოიქმნება ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია ის ყოველ დღე ორგანიზმში მოხვდეს საკვების სახით. 

ვიტამინი B1-ის საჭიროებას იწვევს:
- დიდი ფიზიკური დატვირთვა.
- სპორტი.
- ნახშირწყლების მომატება რაციონში.
- ცივი კლიმატის გარემო.
- ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.
- ორსულობა.
- ძუძუთი კვება.
- ქიმიური შემადგენლობის მქონე საგნებთან ურთიერთობა.
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები.
- შაქრიანი დიაბეტი.
- მწვავე და ქრონიკული ინფექციები.
- ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

სასარგებლო თვისებები და ორგანიზმზე მოქმედება: ვიტამინი B1 დიდ როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლაში. ვიტამინი B1 აუცილებელია ორგანიზმის ყოველი უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის, განსაკუთრებით ნერვული უჯრედებისთვის. ის ასტიმულირებს ტვინის მუშაობას. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემებისთვის.

თიამინი არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, კუჭ-ნაწლავის წამყვან ფუნქციებს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების წინააღმდეგ. ზრდის მონელების უნარს. არეგულირებს კუნთების და გულის მუშაობას. ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას და მონაწილეობს ცხიმების, ცილების და წყლის ცვლაში.

ვიტამინი B1-ის უკმარისობის დროს შეიძლება განვითარდეს:
- მეხსიერების დაქვეითება.
- დეპრესია.
- დაღლილობა.
- გულმავიწყობა.
- ხელების კანკალი.
- თავდაუჯერებლობა.
- მოუსვენრობა.
- თავის ტკივილი.
- უძილობა.
- გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა.
- კუნთების სისუსტე.
- მადის დაკარგვა.
- ხველება მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს.
- კანის წვის შეგრძნება.
- არასტაბილური და აჩქარებული პულსი.

რა იწვევს ვიტამინი B1-ის დეფიციტს ორგანიზმში: ვიტამინი B1-ის უკმარისობა ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ნახშირწყლების მიღებამ, ალკოჰოლის, ჩაის და ყავის მიღებამ. საგრძნობლად მცირდება თიამინის შემადგენლობა ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობის დროს. ცილების დეფიციტი რაციონში ასევე ამცირებს B1 ვიტამინის რაოდენობას.