ვიტამინი B4


ვიტამინი B4-ის სხვა დასახელება - ქოლინი. ვიტამინი B4 წარმოიქმნება ორგანიზმში მეთიონინის ამინომჟავებისგან, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით, ამიტომ აუცილებლად საჭიროა მისი საკვებით მიღება. 

ვიტამინი B4 მონაწილეობს ცხიმების ცვლაში, ფილტვებიდან ცხიმების მოცილებასა და ფოსფოლიპიდების-ლეციტინის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუმჯობესებს ქოლესტერინის ცვლას და ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს. ქოლინი აუცილებელია აცეტილქოლინის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში.

ვიტამინი B4(ქოლინი) ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, დადებითად მოქმედებს ზრდის პროცესზე, იცავს ღვიძლს ალკოჰოლის მავნე მოქმედებისგან და სხვა მწვავე ქრონიკული დაზიანებებისაგან. ვიტამინი B4 აუმჯობესებს ვიტამინების კონცენტრაციას, ინფორმაციის ათვისებას, ააქტიურებს გონებრივ მუშაობას, ამაღლებს განწყობას, ხელს უწყობს ემოციური არასტაბილურობის მოგვარებას.

ურთიერთმოქმედება სხვა არსებით ელემენტებთან: ვიტამინი B4(ქოლინის) დეფიციტთან ერთად მცირდება კარნიტინის სინთეზი, რომელიც აუცილებელია ცხიმების გადამუშავებისთვის, კუნთების და გულის მუშაობისთვის. ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავის არასაკმარისი მოხმარების დროს შეიძლება ორგანიზმში წარმოიქმნას ვიტამინი B4-ის(ქოლინი) უკმარისობა.

ჩვენებები ვიტამინი B4-ის უკმარისობის დროს:
-სხეულის ჭარბი წონა.
-მეხსიერების დაქვეითება.
-სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა.

ვიტამინი B4-ის(ქოლინი) დეფიციტი იწვევს ღვიძლში ცხიმების დაგროვებას, ღვიძლში ცხიმების შეღწევის შედეგად ირღვევა მისი ფუნქციები. ვიტამინი B4(ქოლინი)-როგორც B ჯგუფის სხვა ვიტამინები საჭიროა ენერგიის და ნერვული ფუნქციონირებისთვის, მისი უკმარისობა ამ ჯგუფის სხვა ვიტამინების მსგავსად ახდენს დამანგრეველ ზემოქმედებას სასქესო ორგანოებზე.

ჩვენებები ვიტამინი B4-ის გადაჭარბების დროს:
-გულის რევა.
-დიარეა.
-ნერწყვის მომატება.
-ოფლიანობა.
-უსიამოვნო სუნი.

ქოლინის დეფიციტი შეიძლება წარმოიქმნას ღვიძლის და თირკმლების დაავადების დროს, რაციონში ცილების ნაკლებობით. ქოლინი ნადგურდება ანტიბიოტიკებით და ალკოჰოლით.