კოსმეტიკის 10 ყველაზე საშიში სინთეთიკური ინგრედიენტი


თუ თქვენ გინდათ რომ შეიძინოთ ნამდვილად ნატურალური კოსმეტიკური პროდუქტი, ამისთვის თქვენ უნდა შეგეძლოთ სხვებისგან მისი გარჩევა. ისწავლეთ ეტიკეტების კითხვა. ქვემოთ აღწერილი 10 არასასურველი ინგრედიენტი არ უნდა იყოს კანის და თმის მოვლის საშუალებების ეტიკეტებზე მოცემული.  ასეთი შემადგენლობის მქონე კოსმეტიკური საშუალებები არ უნდა იყოს მარკირებული როგორც ნატურალური, ორგანული, ბიო ან ეკოლოგიურად სუფთა.

1) მეთილ, პროპილ, ბუტილ და ეთილპარაბენი(METHYL, PROPYL, BUTYL AND ETHYL PARABENS) - გამოიყენება მიკროორგანიზმების ზრდის ჩახშობისთვის, ზრდიან პროდუქტის შენახვის ვადას. იწვევენ სხვადასხვა ალერგიულ რეაქციებს და კანზე გამონაყარს. კვლევებმა აჩვენა რომ, ამ ნივთიერებებს აქვთ სუსტი ესტროგენული ეფექტი და კანიდან ორგანიზმში შეიწოვებიან. ეს ნივთიერებები სახიფათოა ქალებისთვის რადგან იწვევს ძუძუს კიბოს წარმოქმნას, ასევე სახიფათოა ორსულობის დროს რადგან იწვევს ნაყოფის პათოლოგიურ განვითარებას. მიუხედავად იმისა რომ ცნობილია მათი ტოქსიკური მოქმედება ეს ნივთიერებები კოსმეტიკურ საშუალებებში კვლავ ფართოდ გამოიყენება.

2) დიეტანოლამინი(DEA), ტრიეტანოლამინი(TEA) - კოსმეტიკურ საშუალებებში ხშირად გამოიყენება როგორც ემულგატორი და/ან ასაქაფებელი საშუალება. შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, თვალების გაღიზიანება, კანის და თმის სიმშრალე.

3) პროპელინგლიკოლი(PROPYLENE GLYCOL, PPG), პოლიეთილენგლიკოლი(PEG) - ეს ნივთიერებები მიიღება ნავთობის ქიმიური გადამუშავების შედეგად, გამოიყენება როგორც ჰიგროსკოპული ინგრედიენტი. იწვევს ეგზემას და ჭინჭრის ციებას.

4) ნატრიუმის ლაურილ/ლაურეტსულფატი(SODIUM LAURUL/LAURETH SULFATE) - იაფფასიანი და მავნე სარეცხი საშუალება, მისი გამწმენდი და ასაქაფებელი თვისებების წყალობით გამოიყენება შამპუნებში. ხშირად გამოიყენება როგორც ნავთობგადამამუშავებელი საშუალება, ფსევდონატურალური კოსმეტიკის ეტიკეტზე წარმოდგენილია როგორც "ქოქოსიდან მიღებული". იწვევს თვალების გაღიზიანებას, თავის კანის აქერცვლას(ქერტლის მსგავსი), კანზე გამონაყარს და სხვა ალერგიულ რეაქციებს.

5)ვაზელინი(PETROLATUM) - ეს მინერალური ზეთების ნაწარმი გამოიყენება კოსმეტიკაში როგორც დამარბილებელი საშუალება. ვაზელინს კანისთვის არ აქვს საკვები ფასეულობა და შეიძლება იმოქმედოს დატენიანების ბუნებრივ პროცესებზე, რაც გამოიწვევს სიმშრალეს და კანზე ნახეთქების გამოჩენას.

6)პროპილენგლიკოლი(PROPYLENE GLYCOL) - იდეალური საშუალებაა თუ ეს არის მცენარეული გლიცერინი, მარცვლეულ სპირტთან ერთად, ეს ორი კომპონენტი წარმოადგენს ნატურალურ საშუალებას. თუმცა ძირითადად პროპილენგლიკოლი წარმოდგენილია როგორც ნავთობის ქიმიური გადამუშავების შედეგად მიღებული ნივთიერება. ცნობილია რომ ის იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ჭინჭრის ციებას და ეგზემას. კოსმეტიკის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი(PEG) ან პოლიპროპილენგლიკოლი(PPG) სინთეთიკური ნივთიერებებია.

7) STEARALKONIUM CHLORIDE - ამონიუმის ოთხჯერადი ნაერთი, გამოიყენება თმის კონდიციონერებში და საცხებში. გამოიყენება როგორც ქსოვილის კონდიციონერი. შედარებით იაფფასიანია და მისი გამოყენება თმის კონდიციონერებში ბევრად ხელსაყრელია ვიდრე თმისთვის სასარგებლო ნატურალური პროტეინები და ბალახები. ტოქსიკურია, იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

8) DIAZOLIDINYL UREA, IMIDAZOLIDINYL UREA - გამოიყენება როგორც კონსერვანტები, განსაკუთრებით გამოყოფენ ნივთიერება ფორმალდეგიდს, რომელსაც აქვს ტოქსიკური მოქმედება. ეს ნივთიერებები იწვევენ კონტაქტურ დერმატიტს. ეს ნივთიერებები ასევე ცნობილია როგორც Germall II და Germall 115.

9) სინთეთიკური საღებავები - აძლიერებენ კოსმეტიკური საშუალებების მიმზვიდველობას. ეტიკეტზე გამოსახულია როგორც FD&C ან D&C და დამატებული აქვს ფერი და ნომერი, მაგ: FD&C Red №6(წითელი). ბევრი სინთეთიკური საღებავები კარცეროგენულია. რეკომენდირებულია ასეთი კოსმეტიკური საშუალებები ამოიღოთ ხმარებიდან მისი ფასის მიუხედავად.

10) სინთეთიკური არომატიზატორები - ეტიკეტზე აღინიშნება როგორც უბრალოდ "არომატიზატორები". ეს ნივთიერებები შეიცავენ 200-მდე ქიმიურ ინგრედიენტებს რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიოს: თვის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი, ჰიპერპიგმენტაცია, ხველა, ღებინება, კანის გაღიზიანება.