ვიტამინი B6-ის საერთო დახასიათება: ვიტამინი B6-ის სხვა დასახელება-პირიდოქსინი, პირიდოქსამინი, ადერმინი. ვიტამინი B6-ს შეიცავს როგორც ცხოველური ასევე მცენარეული პროდუქტები, ამიტომ ნორმალური შერეული კვების დროს ამ ვიტამინის მოთხოვნილება თითქმის დაკმაყოფილებულია. ვიტამინი B6-ის სადღეღამისო საჭირო რაოდენობა ორგანიზმისთვის შეადგენს 2მგ.
ვიტამინი B6-ის საჭიროება იზრდება:
-სპორტული აქტიურობით, ფიზიკური მუშაობით.
-ცივ ჰაერზე ყოფნის დროს.
-ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
-ფსიქოლოგიურ-ნერვული დაძაბულობის დროს.
-მუშაობა რადიოაქტიურ ნივთებთან და შხამქიმიკატებთან.
-საკვებიდან ზედმეტი ცილების მიღების დროს.
ათვისებადობა: ვიტამინი B6 კარგად შეითვისება ორგანიზმში, მისი ზედმეტი რაოდენობა გამოდის შარდთან ერთად, მაგრამ თუ არ არის მაგნიუმის საკმარისი რაოდენობა ვიტამინი B6-ის ასიმილაცია საგრძნობლად უარესდება.
ვიტამინი B6-ის სასარგებლო თვისებები და ორგანიზმზე მოქმედება: ვიტამინი B6 მონაწილეობს ამინომჟავების და ცილების ცვლაში, ჰორმონების ცვლაში და ერიტროციტებში ჰემოგლობინის ცვლაში. პირიდოქსინი საჭიროა ცილებიდან, ცხიმებიდან და ნახშირწყლებიდან ენერგიის მიღებაში. ვიტამინი B6 მონაწილეობს ფერმენტების შენებისთვის, უზრუნველყოფს 60-ზე მეტ სხვადასხვა ფერმენტული სისტემების მუშაობას, აუმჯობესებს უჯერი ცხიმოვან მჟავების ათვისებას. პირიდოქსინი აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. ათავისუფლებს ღამის კუნთოვანი სპაზმებისგან, ხელების ანემიისგან. ასევე ის საჭიროა ნორმალური ნუკლეინის მჟავების სინთეზისთვის, რომლებიც იცავენ ორგანიზმს დაბერებისგან და იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის.
ვიტამინი B6 აუცილებელია ვიტამინი B12-ის ნორმალური ათვისებისა და ორგანიზმში მაგნიუმის შეთვისებისთვის.
ჩვენებები ვიტამინი B6-ის უკმარისობის დროს:
-გაღიზიანება, ძილიანობა.
-მადის დაკარგვა, გულის რევა.
-მშრალი, უხეში კანი წარბების ზემოთ, თვალების გარშემო, კისერზე.
-ვერტიკალური ბზარები ტუჩებზე.
-ნახეთქები და წყლულები პირის ნაპირებში.
ფეხმძიმე ქალებს აღენიშნებათ:
-გულის რევა, მუდმივი ღებინება.
-მადის დაკარგვა.
-უძილობა, გაღიზიანება.
-მშრალი დერმატიტები და კანის ქავილი.
-ანთებითი ცვლილებები პირის ღრუსა და ენაზე.
ვიტამინი B6-ის ნაწილი კვდება თბილი დამუშავების დროს. ფქვილის დამუშავების დროს იკარგება 80 პროცენტამდე პირიდოქსინი. ხოლო გაყინვის და გაყინულ მდგომარეობაში მისი დანაკარგი უმნიშვნელოა.
ვიტამინი B6-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ინფექციური დაავადებები, ღვიძლის დაავადება, რადიაციული დაავადებები. ვიტამინი B6-ის უკმარისობას ასევე იწვევს წამლების მიღება, პირიდოქსინის ფორმირების და ორგანიზმში ცვლის ჩახშობას იწვევს: ანტიბიოტიკები, სულფანიმიდები, კონტრაცეპტივები.