ვიტამინი B8


ვიტამინი B8-ს საერთო დახასიათება: ვიტამინი B8-ის სხვა დასახელება-ინოზიტოლი, ინოზიტი. ვიტამინი B8-ას დიდი რაოდენობით შეიცავს ნერვული სისტემის უჯრედები. ინოზიტოლი ორგანიზმში სინთეზირდება გლუკოზიდან. 

ვიტამინი B8-ს ყოველდღიური საჭირო რაოდენობა შეადგენს ზრდასრული ადამიანისთვის 1-1,5გ.

ვიტამინი B8-ს სასარგებლო თვისებები და ორგანიზმზე მოქმედება:
-მონაწილეობს ორგანიზმში ცხიმების ცვლაში.
-აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.
-ღვიძლს, კანს და თმებს იცავს დაავადებებისგან.

ვიტამინი B8:
-ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
-ხელს უშლის სისხლძარღვების კედლების სისუსტეს.
-აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
-აქვს დამამშვიდებელი მოქმედება.
-ვიტამინი B8 როგორც ამ ჯგუფის სხვა ვიტამინები დადებითად მოქმედებენ სქესობრივ აქტიურობაზე.
-ინოზიტოლი ქოლინთან ერთად აფორმირებს ლეციტინს.

ჩვენებები ვიტამინი B8-ის უკმარისობის დროს:
-შეკრულობა.
-მომატებული ნერვული გაღიზიანება.
-უძილობა.
-კანის დაავადებები.
-სიმელოტე.
-ზრის შეჩერება.

ვიტამინი B8-ის დეფიციტს იწვევს ალკოჰოლი და კოფეინი, რომლებიც ანადგურებენ ინოზიტს.