ვიტამინი B13


ვიტამინი B13-ის სხა დასახელება - ოროტის მჟავა. ვიტამინი B13-ის მოთხოვნილება იზრდება:
- დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს.
- დაავადებების შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში. 

ვიტამინი B13-ს ხშირად ნიშნავენ წამლების მიმართ გამძლეობისთვის, როგორებიც არიან: ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, რეზოქინი, დელაგინი, სტეროიდული ჰორმონები.

ვიტამინი B13-ს სასარგებლო თვისებები და ორგანიზმზე მოქმედება:
- ააქტიურებს სისხლის წარმოქმნას, როგორც წითელი(ერითროციტები) ასევე თეთრი(ლეიკოციტები) სისხლის წარმოქმნას.
- დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციონირებაზე.
- აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას.
- დადებითად მოქმედებს ღვიძლის და გულის დაავადებების მკურნალობის დროს.
- ამაღლებს ნაყოფიერებას და აუმჯობესებს ნაყოფის განვითარებას.
- ასტიმულირებს ცილების სინთეზს, უჯრედების დაყოფას, ორგანიზმის ზრდას და განვითარებას.
- არეგულირებს ღვიძლის ფუნქციას, ეხმარება ჰეპატოციტებს რეგენერაციაში, აჩქარებს ღვიძლის უჟრედების რეგენერაციას, ამცირებს ღვიძლში ცხიმის წარმოქმნას.
- ეფექტურია ბავშვებში კანის დაავადებების მკურნალობის დროს.
- ამცირებს ანემიის განვითარების რისკს.
- მონაწილეობას იღებს ნუკლეიდური მჟავების, ფოსფოლიპიდების და ბილირუბინის სინთეზში.

ჩვენებები ვიტამინი B13-ის უკმარისობის დროს: უკმარისობის ჩვენებები არ არის ცნობილი რადგან ოროტინის მჟავა სინთეზირდება ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით.