ვიტამინი B12


ვიტამინი B12-ის სხვა დასახელება - ანტიანემიური ვიტამინი, კობალამინი, ციანოკობალამინი. ვიტამინ B12-ს უწოდებენ ანტიანემიურს. მისი აღმოჩენა მოხდა ანემიის მექანიზმის და მისი განკურნების მეთოდების ღრმა შესწავლის დროს. 

ვიტამინი B12-ის მოთხოვნილება იზრდება:
-სპორტული აქტიურობის დროს.
-ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ათვისებადობა: კუჭის წვენი შეიცავს ცილების მუკოპროტეინს, რომელიც ვიტამინ B12-თან შეერთების დროს წარმოქმნის კომპლექსურ ცილებს. ვიტამინი B12 ასეთი კავშირის დროს ცილების კომპლექსთან, სწრაფად შეიწოვება კუჭიდან.

ვიტამინი B12-ის სასარგებლო თვისებები და ორგანიზმზე მოქმედება: სისხლმბადების ნორმალური ფუნქციონირება არის ვიტამინი B12-ის მთავარი ფუნქცია. დადებითად მოქმედებს ღვიძლში ცხიმების ცვლაზე, ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ასტიმულირებს ზრდას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ორგანიზმი ციანიკობალამს იყენებს დნმ-ში მოლეკულების წარმოქმნისთვის, ამინომჟავების სინთეზის, ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებისთვის.

ვიტამინი B12 ვიტამინ B9-თან ერთად მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში, ზრდაში და ორგანიზმის განვითარებაში.

ჩვენებები ვიტამინი B12-ის უკმარისობის დროს:
-სხეულის უსიამოვნო სუნი.
-ენაზე წვის და ჩხვლეტის შეგრძნება.
-ნერვოზი და ნერვიტი.
-სისუსტე, სწრაფი დაღლილობა.
-თავბრუსხვევა, თავის ტკივილები.
-გულისცემის აჩქარება და სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის დროს.
-მადის დაქვეითება.
-კანის სიფერმკრთალე.
-დაბუჟება.
-ზურგის ტკივილი, სიარულის გაძნელება.

ვიტამინი B12 სტაბილურია სითბოს მიმართ და ბიოლოგიურად აქტიური რჩება დუღილის დროსაც, ოთახის ტემპერატურაზე ხანგრძლივი შენახვის დროს, მაგრამ ბნელ ადგილში, სინათლეზე ის სწრაფად კარგავს თავის აქტიურობას.

ვიტამინი B12-ის უკმარისობა ვლინდება ხანგრძლივ მკაცრ ვეგეტარიანელური კვების დროს, მისი ათვისების დარღვევის დროს, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.

ჩვეულებრივი კვების დროს ღვიძლში წარმოიქმნება ვიტამინი B12-ის დიდი მარაგი, ამიტომ უკმარისობის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დაავადებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ.