თუ ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ ფიზკური დატვირთვის სახეობა, გირჩევთ დაიწყოთ სირბილით, შედეგად დადებითი ემოციებით დაიმუხტებით. ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, ფიტნეს მწვრთნელები, სპორტცმენები - ყველა დარბის. მათ იციან სპორტის წესები. სირბილი - ეს მოდურია და სასარგებლო. თუ კიდევ ყოყმანობთ, ირბინოთ თუ არა, აი კიდევ 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ირბინოთ.
1) სირბილი შესანიშნავია.
რეგულარული სირბილის შემთხვევაში თქვენს სხეულში ყველა ორგანოს
მუშაობა უმჯობესდება. გაციება და სისუსტე შეგიძლიათ უბრალოდ დაივიწყოთ.
სირბილი შესანიშნავი ვარჯიშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და
სისხლის მიმოქცევისთვის. უმჯობესდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა,
ძლიერდება ძვლები. ენდოკრინული და ნერვული სისტემის მოწესრიგებული
მუშაობა ორგანიზმის მდგომარეობას არეგულირებს.
2) ჩვენ ეს შეგვიძლია.
სირბილი ავითარებს მოთმინებას და მიზნობრიობას. ამ დროს საჭიროა
ნებისყოფა და მუდმივი თვითკონტროლი. ირბინეთ, გაირბინეთ ბოლო
რამოდენიმე მეტრიც, არ შეჩერდეთ და შედეგი დიდი იქნება:
მაღლდება თვითშეფასება და თქვენ ხვდებით რომ შეგიძლიათ გადალახოთ
ნებისმიერი დაბრკოლება.
3) ზედმეტის მოცილება.
სირბილის დროს ზედმეტი კალორიები აქტიურ დნობას იწყებს. რა თქმა
უნდა შეგიძლიათ აირჩიოთ ფიტნესი, სეირნობა, აერობიკა ან სხვა
რამ, მაგრამ საუკეთსო რეზულტატებს მხოლოდ სირბილი მოგცემთ.
ერთ საათიანი უწყვეტი სირბილის დროს იწვის 800კკ.
სირბილი მათთვისაც სასარგებლოა ვისაც კუნთბის "გამოშრობა" უნდა
რომ შემდეგ საკუთარ კუნთებს სასურველი ფორმა მისცეს.
უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ საკვებ რაციონს დაუმატებთ ცილის შემცველ
პროდუქტებს.
4) ყველა ერთად.
სირბილი ორგანიზმს აიძულებს აამუშაოს კუნთბის ყველა ჯგუფი:
თეძოები, წვივი, ხელები, კისერი, პრესის კუნთბი, გული.
თქვენი ორგანიზმის ყოველი ნაწილი ცოცხლდება და იწყებს მოქმედებას.
5) სირბილი ბედნიერებისკენ.
ხშირად ირბინეთ სუფთა ჰაერზე, ეს ბუნებასთან შეუფასებელი ურთიერთობაა,
ეს საშუალება გაათავისუფლებს ცნობიერებას. სირბილის დროს გამომუშავდება
ბედნიერების ჰორმონი-სეროტონინი. გეუფლებათ სასიამოვნო დაღლილობა,
კმაყოფილების განცდა როცა აღწევ დასახულ მიზანს.
ზოგს მარტო უყვარს სირბილი, ზოგს მეგობრებთან ერთად. ვიღაც ყოველდღე დარბის, ვიღაც გარკვეულ დღეებში. საჭიროა რომ ვარჯიში იყოს ყოველდღიური და სისტემატიური, ამ დროს შეიძლება ფიზიკური დატვირთივს გაზრდა. ასე მიაღწევთ საუკეთესო ეფექტს. სირბილი მხოლოდ იმის გამოც ღირს რომ იგრძნოთ კმაყოფილება რადგან თქვენ იქნებით მხიარული, ჯანმრთელი და საკუთარ თავში დარწმუნებული. აღმოაჩინე სიცოცხლის ხალისი მოძრაობაში!