თანამედროვე გამაახალგაზრდავებელი საცხები გვპირდებიან ნაოჭების გასწორებას და კანზე ასაკის მატების დამადასტურებელი ყველა ფაქტის მოცილებას. შეძლებენ კი ეს კოსმეტიკური საშუალებები მოახდინონ საოცრებები და შეაჩერონ გარდაუვალი პროცესი? ნუთუ მეცნიერებმა მართლაც მიაკვლიეს ახალგაზრდობის ელექსირს? ეს მაგიაა, ჯადოსნობაა თუ ალქიმია? არა, ეს უბრალოდ მეცნიერება და ცოდნაა!
ასაკობრივი უარყოფითი შედეგებისგან თავის დაცვის საშუალება - ანტიოქსიდანტები. როგორც ჩანს უამრავი პროდუქტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, უამრავი საცხები რომლებიც გვპირდებიან ახალგაზრდობის დაბრუნებას, შეიცავენ ანტიოქსიდანტებს. მაგრამ რისთვის არის საჭირო ანტიოქსიდანტები და რატომ არის მათზე დამოკიდებული სხეულის ახალგაზრდობა?
ანტიოქსიდანტები არის ნივთიერებათა ჯგუფი რომელებსაც შეუძლიათ ორგანული ნაერთების ჟანგვითი პროცესების აცილება ან შენელება. ადამიანის ენით რომ ვთქვათ, ანტიოქსიდანტები არიან ჩვენი უჯრედების დამცველები. ზუსტად მათ შეუძლიათ დაბერების პროცესის შეფერხება, ამცირებენ უამრავი დაავადებების წარმოქმნის და განვითარების რისკს, მათ შორის ამცირებენ სიმსივნის, კუნთოვანი დისტროფიის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს.
ვიტამინი A. მას ძირითადად შეიცავს ღვიძლი, სტაფილო და რძე. ის პასუხს აგებს კანის და თმის მდგომარეობაზე, აუმჯობესებს მხედველობას, ეხმარება იმუნურ და ნერვულ სისტემას.
ვიტამინი C. ამ ვიტამინით მდიდარია კარტოფილი, პომიდორი, წითელი ტკბილი წიწაკა და რა თქმა უნდა ციტრუსები. ვიტამინი C ჩვენს უჯრედებს იცავს მზის უარყოფითი ზემოქმედებისგან.
ვიტამინი D. მას შეიცავს რძის პროდუქტები, ცხიმიანი თევზი, კვერცხი. ამ ვიტამინის ორგანიზმში სინთეზისთვის საჭიროა მზის სხივები, აუცილებელი არ არის მზის ხანგრძლივი აბაზანები, მოკლე ხნით გასეირნება საკმარისია იმისთვის რომ კანმა მზის სხივების საკმარისი რაოდენობა მიიღოს. D ვიტამინის გარეშე ვერ გადამუშავდება კალცი. ვიტამინი D ასევე საჭიროა ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის.
ვიტამინი E. ამ ვიტამინს შეიცავს კაკალი და თხილეული, მზესუმზირა და მცენარეული ზეთი. ვიტამინი E იცავს ორგანიზმის ქსოვილებს ნეგატიური რეაქციებისგან.
ანტიოქსიდანტების ჯგუფს ასევე მიეკუთვნება სელენიუმი და მაგნიუმი- ამ მინერალებს შეიცავს ზღვისპროდუქტები, წითელი ხორცი და კვერცხი. ფლავონოიდები - მას ძირითადად შიცავს: წითელი ღვინო, მწვანე ჩაი, ბროწეული, შტოში.
ვიდრე ორგანიზმი რეგულარულად გამოიმუშავებს ჰორმონებს, ის ახალგაზრდა რჩება. მაგრამ ასე მუდმივად არ გაგრძელდება, ჰორმონები ეტაპობრივად მცირდება, კანი შრება, ჩნდება ნაოჭები, თმები კარგავენ საკუთარ ფერს და ა.შ. სამწუხაროდ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ყველაფერს თავის დრო აქვს, ამიტომ ადრე თუ გვიან შეჩერდება ზრდის ჰორმონის-ტესტოსტერონის, ესტროგენის და სხვათა გამომუშავება. შეჩერება შეუძლებელია მაგრამ შენელება შეგვიძლია. ალბათ ყველას გაგიგიათ სტრესის შესახებ. საქმე ისევ ჰორმონებშია. მუდმივი სტრესი ორგანიზმიდან განდევნის ენდორფინებს და სეროტონინებს - ბედნიერების ჰორმონებს. ეს ჰორმონები როგორც სხვები პასუხს აგებენ ახალგაზრდობაზე. ასე რომ, კარგი განწყობა ნამდვილად ეხმარება ჰორმონების გამომუშავებას და სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას. ენდორფინები და სეროტონინები აძლიერებენ იმუნიტეტს, ასე რომ არ გაუშვათ მხიარულების შანსი.
შრატი - ეს საშუალება ბოლომდე საცხების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ის ასაკობრივ ცვლილებებთან ბრძოლისთვის შესანიშნავი საშუალებაა. შრატი კოსმეტიკის ბაზარზე საკმაოდ ახალგაზრდა პროდუქტია. ფართო მოხმარებაში ჩაეშვა 90-იანი წლების შუა ხანებში. დღეს შრატი გამოიყენება როგორც სალონებში, ასევე სახლის პირობებში.
დასაწყისისთვის გავერკვეთ რა არის შრატი. ეს არის კოსმეტოლოგიური საშუალება აქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. იმის გარდა რომ შრატი ეფექტურად და ღრმად კვებავს კანს, ასევე ეხმარება სხვა საცხების შემადგენლობის ათვისებას, საცხების ეფექტი ამ დროს რამოდინემეჯერ იზრდება. შრატი რეგულარული მიღება იძლევა საკმაოდ სწრაფ შედეგს, მისი აქტიური და ღრმა მოქმედებით. შრატის შემდეგ სახეზე წაისვით დამატენიანებელი საცხი.
არ არსებობს ქალი რომელსაც განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს საკუთარ სილამაზესა და ახალგაზრდობაზე. ნებისმიერ მათგანს სურს დარჩეს ახალგაზრდა და ლამაზი. ბუნება და მეცნიერება დღეს საუკეთესო დამხმარეა ამ საკითხში. წამის შეჩერება შეუძლებელია, დრო ადრე თუ გვიან თავისას წაიღებს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ისე რომ ეს მოხდეს გვიან.