თანამედროვე საზოგადოებაში მოდური გახდა wellness სტილით ცხოვრება. ხალხი ცდილობს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, ლამაზად და მიმზიდველად. სტუმრობენ ფიტნეს-კლუბებს, სპა-სალონებს.
ბევრი იფიქრებს: "რა არის აქ ახალი?! ჩვეულებრივი, ცხოვრების ჯანსაღი სტილი". სინამდვილეში, wellness არსი შედარებით ღრმა მნიშვნელობის.
თქვენ ამჩნევთ ჩვენი სილამაზე რომ შეესაბამებოდეს საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს, ვფიტავთ საკუთარ თავს დიეტებით, სპორტ კლუბებში ენერგიისგან ვიცლებით და ამისგან სიამოვნებას ვერ ვიღებთ. ჩვენი ძალისხმევის შედეგი ყველაზე ხშირად არის დაღლილობა, რომელიც ენერგიის მიღების ნაცვლად გვაუძლურებს.
საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვამ დამატებითი სტრესი რომ არ გამოიწვიოს ამისთვის შემუშავდა wellness სისტემა.
wellness-ეს არ არის მხოლოდ სპორტული აქტიურობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა ან სწორი კვება. პირველ რიგში ეს არის სურვილი იყო წარმატებული, ბედნიერი. ის ვინც იზიარებს wellness ფილოსოფიას-წარმატებულია, ენერგიით სავსეა, ოპტიმისტური და ხალისიანია ასაკის მიუხედავად. ის უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას საკუთარი სხეულის გარეგნულ იერსახეს(აკონტროლებს წონას, უფრთხილდება კანს), ხელმძღვანელობს ჯანსაღი კვების პრინციპებით, ზომიერად მიმართავს ფიზიკურ დატვირთვას, აქტიურად ისვენებს. ხელმძღვანელობს ცხოვრების ისეთი სტილით სადაც ჰარმონიაშია სხეული და სული, ოპტიმიზმი და ყველა ცნობილი პოზიტიური აზროვნება.
- ეს არის ცხოვრების ჯანსაღი სტილი, მაგრამ განსაკუთრებულ ატმოსფეროში
და კომფორტში.
- საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, მაგრამ ზედმეტი დაძაბვისგარეშე.
- გაჯერებული საინტერესო ცხოვრებით, მაგრამ სტრესების გარეშე.
- ფიზიკური აქტიურობა, ფიტნეს კლუბში ვარჯიში ძალების ამოწურვამდე,
მაგრამ შესანიშნავი განწყობით და ძალდატანების გარეშე.
wellness სფეროში შედის ყველაფერი რაც უკავშირდება ჯანმრთელობაზე, გარეგნულ იერსახეზე ზრუნვას და მისგან სიამოვნების მიღებას. ეს არის სასურველი სპორტული აქტიურობა და არა ის რომელიც მხოლოდ წვავს დიდი რაოდენობით კაროლიებს. ეს არის სეირნობა საყვარელ ადგილზე, სპა პროცედურები, იოგა, ცეკვა სასიამოვნო მუსიკის თანხლებით. ასეთი ცხოვრების დაწყება არსდროს არის გვიან.