კვება სტრესის დროს


ჭარბი აპათია, მოზღვავებული დაღლილობა, მუდმივი ძილიანობა, ცუდი განწყობა და ცხოვრებისეული სირთულეები-ყველაფერ ამას ორგანიზმი მიყავს სტრესის მდგომარეობამდე. ვიდრე გადაილახება არასასიამოვნო პერიოდი საჭიროა კვების რაციონს ყურადღება მივაქციოთ, რადგან საკვები არის საუკეთესო ანტისტრესული საშუალება. 

სტრესული მდგომარეობა ორგანიზმზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს, შედეგად აქტიურდება შინაგანი პროცესები, განსაკუთრებით ჰორმონების გამომუშავება, ასევე აქტიურდება ნერვულ სისტემაზე ძლიერი იმპულსების გადაცემა. ერთობლივად ყველა ამ მოქმედებას მივყავართ უჯრედების ფუნქციონირების დარღვევამდე.

თუ მდგომარეობა მიაღწევს ქრონიკულ ფორმას, ამ შემთხვევაში დაზიანდება სხვადასხვა ორგანოები ერთმანეთის მიყოლებით. ვითარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნერვული სისტემის დაზიანება, უჯრედების აღდგენა-გამრავლება დაბალი ტემპით მიმდინარეობს რადგან მათ არ ყოფნით საჭირო ნივთიერებები.

ამის გამო აუცილებელია სწორი კვება, რომ ორგანიზმს მივცეთ საშუალება სტრესებს თვითონ, დამოუკიდებლად და უარყოფითი შედეგების გარეშე გაუმკლავდეს.

სტრესის მიზეზები:
- დატვირთული სამსახური(ფიზიკური და მორალური).
- ქრონიკული უძილობა.
- სამსახურის შეცვლა, საცხოვრებელი ადგილი.
- არაბალანსირებული რაციონი, მადის დაქვეითაბა ან უმადობა.
- ვირუსული და სხვა ქრონიკული დაავადებები.
- საკვებ-მომნელებელი სისტემის ინფექციები.
- მოწამვლა, ცხელება და სხვა სერიოზული დაავადებები.
- მედიკამენტების მიღება, ალკოჰოლი და სიგარეტი.

სტრესი - ეს პირველ რიგში ტიპიური პროცესია, რომელიც აიძულებს ორგანიზმს სწრაფი თანმიმდევრობით დაძლიოს არასტაბილური მდგომარეობა და დაიბრუნოს ჰარმონია. ამისთვის აუცილებელია ტვინის, კუნთების და ყველა ორგანოს გააქტიურება, რომლებიც სისხლს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. საჭიროა რომ არ დავუშვათ ვითარების ქრონიკულ მდგომარეობაში გადასვლა. სტრესის დროს გარკვეული ნივთიერებების მოთხოვნილება იზრდება.

ნერვული სისტემის საკვები ნივთიერებები: ვიტამინი B1 - "ხალისის ვიტამინი". დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გონივრულ შესაძლებლობებს, ასევე აქტიურია სტრესულ სიმპტომებთან ბრძოლაში.

ვიტამინი B6 - ის არა მხოლოდ ეხმარება ნერვულ სისტემას მუშაობის ნორმალიზებაში, ის ასევე ხელს უშლის მავნე ჩვევების ხელმეორედ განვითარებას, იცავს ორგანიზმს და მას ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს.

ვიტამინი B12 - მიმართულია პირველ რიგში სტრესის გარეგანი მახასიათებლების მოხსნაზე, ესენია: გაღიზიანება, უარყოფითი განწყობა,აპათია. ამის გარდა ის ეხმარება ნორმალური ძილის აღდგენაში და აუმჯობესებს გონებრივ კონცენტრირებას.

ცილები - მისი შემცველი საკვები უზრუნველყოფს ორგანიზმს აუცილებელი ენერგიით, ეხმარება ნახშირწყლების წვაში.

ცხიმები - სტრესის დროს ასევე აუცილებელია ცხიმების შემცველი რაციონი. თუმცა პროდუქტების არჩევის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ რაოდენობას არამედ ხარისხსაც. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მცენარეულ ცხიმებს და მისი რაოდენობა რაციონში უნდა იყოს მინიმუმი, ცხიმების გადაჭარბებული მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის და მასზე საზიანოდ მოქმედებს.

ნახშირწყლები - რაც ეხება ნახშირწყლებს, ეს ნივთიერება ავსებს ენერგიის მარაგს, რომელიც სტრესის დროს აუცილებელია.

ძლიერი ემოციური არასტაბილურობის დროს გამორიცხულია მკაცრი დიეტები და შიმშილის სხვა მეთოდები, მათ შეუძლიათ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს და დააზიანოს განსაკუთრებით საკვებ-მომნელებელი სისტემა. არსებობს გარკვეული პროდუქტები რომლებიც ამწვავებენ სტრესულ მდგომარეობას. ამიტომ რაციონიდან პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს:
- ფასთ-ფუდი.
- ცხიმიანი და შემწვარი საკვები.
- მარილიანი პროდუქტები.
- ნახევარფაბრიკატები.
- პროდუქტები რომლებიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს(E ჯგუფის დანამატები).
- დიდი რაოდენობით ტკბილეული.

რაც შეეხება სასმელებს პირველ რიგში მავნებელია ენერგეტიკები და ალკოჰოლი, რომლებიც დროებით ხალისის და კარგი განწყობის შეგრძნებას იძლევა. ამის გარდა ასევე მავნებელია გაზიანი ტკბილი სასმელები, ძლიერი ყავა და შავი ჩაი. ზემოთ აღნიშნული პროდუქტები აქტიურად ზემოქმედებენ სტრესის ჰორმონების კორტიზოლის და ადრენალინის გამომუშავებაზე. რის ხარჯზეც არასტაბილურმა ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება გაამწვავოს ჯანმრთლობის ზოგადი მდგომარეობა.

სტრესის დროს შიმშილის გრძნობაზე მხოლოდ კორტიზოლი არ მოქმედებს. იმისთვის რომ ჯანმრთელობის სასარგებლოდ მოვატყუოთ შიმშილი, საჭიროა შევადგინოთ კვების სპეციალური მეთოდი. პირველ რიგში, საჭიროა დღიური კალორიები დავყოთ 5-6 ნაწილად. უკეთსია ვიკვებოთ ხშირად, მაგრამ მცირე რაოდენობით. ამ დროს საკვები უნდა იყოს დაბალ კალორიული, პროდუქტები კი ახალი და ნატურალური. დიეტოლოგები არ გვირჩევენ სტრესულ მდგომარეობაში ხორცის პროდუქტებზე უარის თქმას და ვეგეტარიანულ საკვებზე გადასვლას. ცილების არ არსებობა ორგანიზმისთვის გახდება სტრესის კიდევ ერთი მიზეზი. ამიტომ მენიუს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს:
- საქონლის ხორცს.
- მწვანე ფერის ბოსტნეული.
- სხვადასხვა მარცვლეული.
- მცენარეული ცხიმი.
- ციტრუსები და ახალი ხილი.
- რძის პროდუქტები.
- კაკალი, თხილი და ა.შ.
- თევზი და ზღვის პროდუქტები.
- შოკოლადი(მხოლოდ ცხელი და ცოტა რაოდენობით).

ტკბილეულებიდან გამონაკლისია თაფლი. ის შედის შედარებით მდიდარი აქტიური ნივთიერებების მქონე საკვების შემადგენლობაში. ექიმებმა თაფლი მიაკუთვნეს აღმდგენ და მატონიზირებელ საშუალებებს, რომელიც ეფექტურად ეხმარება გამოფიტულ ორგანიზმს აღდგენაში. მისი ტკბილი გემო განსაკუთრებით სასარგებლოა ნერვულ-ფსიქიკური დარღვევების დროს. თაფლი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სტრესულ მდგომარეობას და აღადგინოს ჰარმონია როგორც შინაგანი სისტემის მუშაობაში ასევე ემოციურ განწყობაში.

კარგი იქნება თუ ალკოჰოლურ სასმელებს და ყავას დავივიწყებთ სტრესის დროს. მაგრამ თუ გვაწუხებს კოფეინის მოთხოვნილება შეგვიძლია დავლიოთ მწვანე ჩაი ლიმონით, რომელიც გააქრობს კოფეინის მოთხოვნილებას.

დიეტოლოგები ასევე გვირჩევენ გადავიდეთ ახალ, ნატურალურ წვენებზე და მივიღოთ ყოველ დილით. ნატურალური წვენები გვანიჭებენ ხალისს და აუმჯობესებენ განწყობას. საღამოს კი გაღიზიანებულ ნერვულ სისტემას დაგვიწყნარებს და ჯანმრთელი ძილისთვის სასარგებლოა ერთი ჭიქა თბილი რძე ან სხვადასხვა სასარგებლო ხილის კოქტეილი.

სტრესულ მდგომარეობამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს არა მხოლოდ შრომისუნარიანობაზე, ახლობელ ხალხთან ურთიერთობაზე არამედ შეუძლია ჯანმრთელობასაც ავნოს. არ ღირს თავი ვიმართლოთ ცუდი განწყობის და გაღიზიანების მიზეზით. ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლისთვის მტკიცე ნაბიჯების გადადგმით შეძლებთ გათავისუფლდეთ სტრესის და დეპრესიისგან.