დამცავ ფუნქციასთან ერთად კანს ასევე აქვს ესთეტიკური დანიშნულება. ლამაზი, გლუვი, მიმზიდველი კანის მქონე ადამიანი ჯანმრთელად და წარმატებულად ითვლება.
კანის გარეგნული იერსახე 90%-ით დამოკიდებულია ცხოვრების სტილზე, რომელსაც თქვენ მისდევთ. ყველაზე ძვირფასი საცხებიც კი ვერ მოაწესრიგებენ თქვენს კანს, თუ თქვენ არასწორად იკვებებით, მშვიდად არ გძინავთ, ყურადღებას არ აქცევთ მისი მოვლის საშუალებებს და გაქვთ მავნე ჩვევები.
თუ თქვენ სერიოზულად გადაწყვიტეთ ყურადღება მიაქციოთ თქვენს კანს და საქმისადმი სწორი მიდგომით იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოთ, სასურველი პირველი შედეგები შეიძლება მიიღოთ 4 კვირის შემდეგ. ამ პერიოდში კანის ზედა ფენა ახლით შეიცვლება. გაიარეთ რეაბილიტაციის 4 კვირიანი მარტივი პროცედურა და თქვენ გაკვირვებული დარჩებით, რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს თქვენი კანი.
პირველი კვირა. პირველი კვირა მთლიანად ეთმობა ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას. ბუნებრივი წმენდის პროცესი იწყება სწორი კვებით. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ნატურალური წვენები, ახალი ხილი და ბოსტნეული. გამორიცხეთ შაქარი, თეთრი პური, ცხიმიანი საკვები, შემწვარი ხორცი და ცხარე, ყველა ეს პროდუქტი ნეგატიურად აისახება კანის ზოგად მდგომარეობაზე. დალიეთ ბევრი მწვანე ჩაი და მინერალური არაგაზირებული წყალი. თუ მწეველი ხართ, კანის აღდგენის პერიოდში მოერიდეთ ამ მავნე ჩვევას. მიღებული შედეგის ხანგძლივად შენაჩუნება თუ გინდათ, სიგარეტისკენ ხელის ყოველი გაწვდენის დროს გაიხსენეთ, თუ რა მსხვერპლზე მიდიხართ - გლუვი და ბუნებრივი ფერის კანი.
სასარგებლო იქნება თუ მიიღებთ ორთქლის აბაზანებს და გამოიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ, მცენარეული შემადგენლობის სახის ნიღაბს. ამ დროს კანს საშუალება უნდა მისცეთ რომ ნებისმიერი დეკორატიული კოსმეტიკისგან დაისვენოს. დერმატოლოგების რეკომენდაციის მიხედვით სახე უნდა დაიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით, შემდეგ კი რბილი პირსახოცით შეიმშრალოთ და წაისვათ დამამშვიდებელი, დამატენიანებელი საცხი.
დაისახეთ მიზნად კანის ტრანსფორმაცია, პირველ რიგში გაიარეთ კონსულტაცია კოსმეტოლოგთან და გაარკვიეთ თქვენი კანის ტიპი. შემდეგ ფრთხილად და დაკვირვებით შეარჩიეთ გამაჯანსაღებელი კოსმეტიკა თქვენი კანის ტიპისთვის, კოსმეტიკურ საშუალებას უნდა შეეძლოს: სიმშრალის და დაძაბულობის აღმოფხვრა, ანთებითი პროცესების და აკნეს მკურნალობა, ნაოჭებთან და დაბერების პირველ ნიშნებთან ბრძოლა, კანის ფერის გაუმჯობესება და ა.შ. დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები გირჩევენ კანის მოვლის საშუალებად შეარჩიოთ კოსმეტიკის პროფესიონალური ხაზი.
მეორე კვირა. აქტიურად დაატენიანეთ და გამოკვებეთ თქვენი კანი. მეორე კვირას ეცადეთ ყოველ დღე გაიკეთოთ გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღაბი, საღამოს კი მიიღოთ აბაზანა. ნიღბები კანს ახალ იერსახეს დაუბრუნებს. მეორე კვირის პროცედურებთან ერთად გააგრძელეთ და არ შეწყვტოთ პირველი კვირის პროცედურები.
მესამე კვირა. მესამე კვირის მთავარი დავალება არის სწორი და ნაზი აქერცვლა. მოიცილეთ კანიდან მკვდარი უჯრედები, რომ თავისუფლად წარმოიქმნას ახალი უჯრედები. პილინგის შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარეა მკვებავი ნივთიერებების მიმართ და შედარებით უკეთ შეიწოვება ეს ნივთიერებები. აქერცვლის შემდეგ თქვენ დაინახავთ რომ, კანის ახალი საფარი წინასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება.
მეოთხე კვირა. ამ კვირაში შეგიძლიათ დაიწყოთ მიღებული შედეგების შეფასება. სასურველია თქვენი კანი კოსმეტოლოგის დახმარებით შეაფასოთ, რომელიც ადეკვატურად შეაფასებს და კანის მოვლის პროცესებში აუცილებელ კორექციებს შეიტანს.
არ ელოდოთ რომ ოთხ კვირაში თქვენ კანის ყველა პრობლემისგან გათავისუფლდებით. ამ პერიოდში თქვენ იწყებთ ცხიმების დიდი რაოდენობით წვას, რაც საგრძნობლად შეამცირებს გაფართოებული ფორების რაოდენობას. მოთმინება მოიკრიბეთ და გააგრძელეთ გეგმის მიხედვით მოქმედება და მიიყვანეთ თქვენი კანის იერსახე საოცნებო, იდეალურ მდგომარეობამდე.
და ბოლოს რამოდენიმე რჩევა კანის სწრაფი და ეფექტური გარდასახვისთვის:
- დაუთმეთ ძილს საკმარისი დრო.
- იკვებეთ სწორად და ბალანსირებულად.
- შეარჩიეთ ხარისხიანი ჰიპოალერგიული კოსმეტიკა, რომელსაც შეუძლია დაფაროს და გააქროს კანის ნაკლოვანებები, დაიცვას ულტრაიისფერი სხივებისგან,
არ დაახშოს ფორები და არ შეზღუდოს კანის სუნთქვა.
-მიიღეთ ორთქლის აბაზანები, რომელიც თქვენს კანს ზედმეტი ცხიმის მოცილებაში და
ფორების გაწმენდაში დაეხმარება.