ვიტამინი B2-ის საერთო დახასიათება: ვიტამინი B2-ის სხვა დასახელება-რიბოფლავინი, ლაქტოფლავინი, ვიტამინი G. ვიტამინი B2 ეხება ფლავინებს-ყვითელი ფერის(ყვითელი პიგმენტის) ნივთიერებას. ის სტაბილურია გარემოში, კარგად უძლებს სითბოს, მაგრამ ვერ იტანს მზის სინათლეს, რადგან ის კარგავს თავის თვისებებს მზის ზემოქმედების დროს. ადამიანის ორგანიზმში რიბოფლავინი შეიძლება სინთეზირდეს ნაწლავური ფლორით.
ვიტამინი B2 საჭიროა:
-დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს.
-ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
-სტრესების დროს.
ათვისებადობა: მიუხედავად იმისა რიბოფლავინი არსებობს მწვანე ბოსტნეულში, კარგი ასიმილაციისთვის საჭიროა ბოსტნეულის მომზადება.
ვიტამინი B2-ის სასარგებლო თვისებები და ორგანიზმზე მოქმედება: ვიტამინი B2(რიბოფლავინი) აქტიურ მონაწილეობას იღებს ზოგიერთი ჰორმონის და ერითროციტების გამომუშავებაში, იცავს თვალის ბადურას ულტრა იისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედებისგან. უზრუნველყოფს სიბნელესთან ადაპტაციას, ამაღლებს აზროვნებას, ფერთა და სინათლის აღქმას.
ვიტამინი B2 დიდ როლს თამაშობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლაში. ის აუცილებელია მთლიანად ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის.
ბიოფლავინი საჭიროა ზრდისთვის და ქსოვილის განახლებისთვის, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე, კანზე, ლორწოვან გარსზე. ის საჭიროა ორსულობის დროს ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის და ბავშვების ნორმალური ზრდისთვის. იცავს კანს, ფრჩხილებს და თმას.
ურთიერთქმედება სხვა არსებით ელემენტებთან: ვიტამინი B2 ვიტამინ A-სთან ერთად უზრუნველყოფს უკეთეს მხედველობას. მის მონაწილეობასთან ერთად ვიტამინი K, ვიტამინი PP, ვიტამინი B6 და ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში აქტიურდებიან.
ჩვენებები ვიტამინი B2-ის უკმარისობის დროს:
-კანის აქერცვლა ტუჩებზე, პირის გარშემო, ცხვირზე, ყურებზე.
-ნახეთქები პირის გარშემო.
-თვალში ქვიშის არსებობის შეგრძნება.
-თვალის ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა.
-წითელი ან იისფერი შეშუპებული ენა.
-ჭრილობების ნელი შეხორცება.
რა იწვევს ვიტამინი B2-ის დეფიციტს: ვიტამინი B2-ის უკმარისობა ორგანიზმში იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებას, რომელიც არღვევს საკვებ ნივთიერებების შეწოვას, ცილების სრულყოფილი შეწოვის დეფიციტს.