ვიტამინი B3


ვიტამინი B3(ნიაცინი) იხსნება წყალში და ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. ნიაცინი არსებობს ორი ფორმის-ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი. ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი ძალიან გვანან ერთმანეთს ორგანიზმზე თავისი მოქმედებით. ნიკოტინის მჟავისთვის დამახასიათებელია მეტად გამოხატული ვაზოდილატატორული მოქმედება. 

ვიტამინი B3-ის მოთხოვნილება იზრდება:
-მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს.
-ფსიქოლოგიურ-ნერვული სისტემის დამაზიანებელი ქმედების დროს.
-მაღალ ტემპერატურაზე მუშაობის დროს.
-ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ვიტამინი B3-ის სასარგებლო თვისებები და ორგანიზმზე მოქმედება: ვიტამინი B3 აუცილებელია ნახშირწყლების და ცხომებიდან ენერგიის გამოსაყოფად, ცილების ცვლისთვის. შედის ფერმენტების შემადგენლობაში, უზრუნველყობს უჯრედის სუნთქვას. ნიაცინი არეგულირებს კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას.

ნიკოტინის მჟავა დადებითად მოქმედებს ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე. ინარჩუნებს კანის, ნაწლავის ლორწოვანი გარსის და პირის ღრუს ჯანმრთელობას. უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს მაღალ წნევას. მეცნიერები თვლიან რომ, ნიკოტინის მჟავა ხელს უშლის ნორმალური უჯრედების სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნაში.

ვიტამინი B3-ის უკმარისობის დროს შესაძლოა განვითარდეს:
-სისუსტე, აპათია, დაღლილობა.
-თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
-გაღიზიანება.
-უძილობა.
-მადის დაქვეითება, სხეულის წონის კლება.
-კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე.
-კუჭის შეკრულობა.
-ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება ინფექციების მიმართ.

ვიტამინი B3-ის ხანგრძლივი დეფიციტის დროს შეიძლება წარმოიქმნას დაავადება პელაგრა. პელაგრის სიმპტომების დასაწყისში ვლინდება:
-ფაღარათი.
-მადის დაკარგვა, სიმძიმე კუჭის არეში.
-გულძმარვა.
-პირის ღრუს წვის შეგრძნება.
-ლორწოვანი გარსის სიწითლე.
-ტუჩების შეშუპება და ტუჩები სკდომა.
-ენაზე ღრმა ბზარები.
-კანის შეშუპება.
-მძიმე სისუსტე.
-დაბუჟების შეგრძნება.
-ბარბაცით სიარული.

ნიაცინი სტაბილურად საკმარისია ბუნებაში-უძლებს ხანგრძლივ შენახვას, გაყინვას, სიმშრალეს, მზის სინათლის მოქმედებას, მაგრამ ტემპერატურის გადაჭარბების დროს(ხარშვა, შეწვა) პროდუქტში ნიაცინის შემადგენლობა საგრძნობლად ეცემა.

ვიტამინი B3-ის დეფიციტის მიზეზები: დაბალანსებული კვების დროს საჭიროა ვიტამინი PP-ს ბოლომდე ათვისებისთვის. საკვებ პროდუქტებში ვიტამინი PP შეიძლება არსებობდეს როგორც ადვილად ხელმისაწვდომი, ასევე მყარად შეკრული ფორმით. მაგალითად: მარცვლეულში არსებული ნიაცინი არის რთულად მისაწვდომი ფორმით, ამის გამო მარცვლეულში არსებული ვიტამინი PP რთულად ათვისებადია.