ვიტამინი B9-ის საერთო დახასიათება: ვიტამინი B9-ის სხვა დასახელება-ფოლიუმი, ფოლიუმის მჟავა, ფოლაცინი. ფოლიუმის მჟავას შეიცავს ძირითადად მცენარეული და მცირე რაოდენობით სინთეზირდება ნაზლავის მიკროფლორასთან. ის მონაწილეობს უჯრედების დაყოფის რეგულაციაში და ამინო მჟავების სინთეზში. ეს ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის ახალი უჯრედების წარმოქმნისთვის. ვიტამინი B9-ს გააჩნია დადებითი მოქმედება ცხიმების ცვლაზე და ღვიძლზე, ქოლესტერინის ცვლაზე, ქოლინსა და ზოგიერთ ვიტამინზე. ის აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს კანის ჯანმრთელობას.
ვიტამინი B9 ვიტამინ B6 და ვიტამინ B12-თან ამცირებს ათეროსკლეროზის წარმოქმნის რისკს. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმიდან მაგნიუმის დაკარგვას. ვიტამინი B9 და B12 მჭიდროდ ურთიერთქმედებენ სისხლმბად პროცესზე, ზრდაზე და ორგანიზმის განვითარებაზე, ამიტომ ორგანიზმისთვის ერთობლივი მიწოდება უზრუნველყოფს მასზე ოპტიმალურ მოქმედებას.
ჩვენებები ვიტამინი B9-ის უმარისობის დროს:
-ანემია.
-ნერვული სისტემების განვითარებული პრობლემები.
-ღრძილებიდან სისხლდენა.
-საკვებმომნელებელი ორგანოების დაზიანება.
ფოლიუმის მჟავა ადვილად ნადგურდება კულინარიული დამუშავების დროს-ბოსტნეულის ხარშვის დროს იკარგება დაახლოებით 70-90%, ხორცის შეწვის(მოხარშვის) დროს - 20-50%. ბოსტნეულის კონსერვირებაც ასევე მნიშვნელოვნად მცირდება მასში ვიტამინი B9-ის რაოდენობა.
ფოლაცინის უკმარისობა ორგანიზმში შეიძლება წარმოიქმნას არა მხოლოდ ბოსტნეულში მისი უკმარისობით, ასევე რაციონში ცილების და ვიტამინი C, B6 და B12-ის ხანგრძლივი დეფიციტის დროს.
ვიტამინი B9-ის უკმარისობა ასევე არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, ღვიძლის დაავადების დროს, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, ანტიბიოტიკების მიღების დროს.